სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი კოვიდ ინფექციის გადატანისა და ორჯერ ვაქცინაციის შემდეგ, მეორედ დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
„ბოლო რამდენიმე დღეა სურდო მაწუხებს და საშინელი სისუსტე. დარწმუნებული ვიყავი, რომ სურდო გაციების შედეგი იყო, რადგან ზუსტად დაემთხვა კონდიციონერის ქვეშ ძილს. სისუსტეს და მუდმივი დაღლილობის შეგრძნებას კი გადაწვას ვუკავშირებდი, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ამოუსუნთქავად და მუდმივად გამოუძინებლად მუშაობამ და სტრესმა გამოიწვია. ბოლო დღეებში შფოთვები, განწყობის რადიკალური ცვლილებები და ტვინში ქაოსიც მოშნად გაიჩითა ჩემს ცხოვრებაში. ამასაც იმ სტრესს კი არა და, სავარაუდოდ ტრავმას ვუკავშირებდი, ბოლო პერიოდში რო გავიარე. თუმცა მაინც გაკვირვებული ვიყავი ჩემი "დაცემის" ხარისხით. არცერთი წამით არ დამიშვია კოვიდი სწორედ ამ ამბების გამო და იმის გამოც, რომ მოხდილიც მაქვს და ორჯერ ვარ აცრილი. ისე მოხდა, რო სხვა ადამიანს გაყოლილმა, ბარემ იქვე მეც გავიკეთე ტესტი და დადებითი ვარ. ახლა დავაკავშირე მთელი ეს უცნაური შეგრძნებები იმ კოვიდის გამოცდილებასთან, რომელიც ნახევარი წლის წინ გადავიტანე. ახლა პირველ რიგში ვდარდობ ჩემს კონტაქტებზე. ბოლო დღეების განმავლობაში ვინც გნახეთ, გაიკეთეთ რა ხვალ ტესტი. წინაზე არავისთვის არ გადამიდია, მარა ახლა რადგან არც მიფიქრია, ბევრთან მქონდა კონტაქტი, თან რანაირი აქტიური დღეები იყო ამ მხრივ და ასევე ვდარდობ ჩემს ჯანმრთელობაზეც, რომელიც ძლივს შევაკოწიწე და ჩემივე არჩევანით კი დედა ვუტირე, მარა ახლა ამ გადაღლილ-გადამწვარ-გამოფიტულზე მეორედ კოვიდი როგორ წაიღებს, მართლა აღარ ვიცი",- წერს ანა სუბელიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ჩემს ძმას სცემეს ტატუს და წვერის გამო... თქვენი უნიათო და დამპალი კარგიც მოვტ@@@" - ნინო გორგაძე