Digest Logo

„აცრას აპირებდნენ და ვერ მოასწრეს, ის, რა ცეცხლიც დღეს გამყრელიძეების ოჯახში ტრიალებს, ენით აღუწერელია" - კორონავირუსმა ორი ძმის სიცოცხლე იმსხვერპლა

1628860371
ძმები

ჟურნალისტი მარი ჩიტაია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ამბობს, რომ კორონავირუსს ორი ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მათ თანხმლები დაავადებები არ ჰქონდათ და სრულიად ჯანმრთელები იყვნენ.

„ეს ის მდგომარეობაა, როცა ცხოვრებაში პირველად დავფიქრდი: ღირს თუ არა გადარჩენა?! რამდენიმე დღის წინ, თბილისის კლინიკებში კოვიდის დიაგნოზით შეყვანილი ოჯახის სამივე წევრიდან - დედა და 2 შვილი, ვერც ერთს ვერ გაუმართლა: დათო და ზურა გამყრელიძეები ამ 21-ე საუკუნის ავად სახსენებელ სახადს შეეწირნენ. დედა ჯერჯერობით მხოლოდ ფიზიკურად გადარჩა... ასე ჩავთვლით, სანამ გონს მოვა, თვალებს გაახელს და შვილებს მოიკითხავს... მერე რა მოხდება, არ ვიცი, ამაზე ჯერ ვერავინ ვფიქრობთ! ის, რა ცეცხლიც დღეს გამყრელიძეების ოჯახში ტრიალებს, ენით აღუწერელია. ორივე ჯანმრთელი, ბრგე, ვაჟკაცი ბიჭი იყო, როგორ ქართველსაც ყველა ვისურვებდით, ქვეყანას ჰყავდეს! არ გაუმართლათ! სულ ცოტა ხნის წინ ვწერდი, რომ დათო დაიღუპა და ზურა სიცოცხლისთვის იბრძვის, მაგრამ მწარედ შევცდი! სინამდვილეში ზურამ არ იბრძოლა. ძმის არყოფნა უთქმელედაც იგრძნო და დანებდა! შემდეგ მოხდა ის, რასაც არავინ ველოდით - ზურაც წავიდა, დათოსთან.... წავიდა ისე, რომ მისი უკანასკნელი სიტყვა და ამოსუნთქვა ,,დათო" იყო! ასე აღმოჩნდნენ ეს საოცრად კარგი ძმები გახმაურებელი სიკვდილის სტატისტიკის ნაწილი, რომელსაც ყოველი დილის 11 საათზე ჯანდაცვის სისტემა გვამცნობს!
ყველაზე გულდასაწყვეტია ის, რომ აცრას აპირებდნენ და ვერ მოასწრეს! ამ შემთხვევაში კოვიდი ვერაფერს უზამდათ. ასე ვარ დარწმუნებული, რადგან საამისოდ ძალიან ძლიერი, ჯანმრთელი და ახალგაზრდები იყვნენ...
ჩემი დიდი სამძიმარი სოსოს - ჩემი დის მეუღლეს, რომელიც ახლა ჯიუტად ელოდება დედას. ეს მისი ბოლო იმედია! სამწუხაროდ, დეიდა სუზის ამბავს თითქმის არავინ კითხულობს, ვერც მე შევძელი მეკითხა - ვერ ვამართლებ ბუნების ამ სასტიკ განაჩენს! უფალს ებარებოდეთ, ბიჭებო... არ მეგონა, თქვენი სიკვდილი თუ იქნებოდა მაგალითი, რითაც მოვუწოდებდი საზოგადოებას აიცრან!.. სანამ ჯერ ისევ დროა და არსებობს გადარჩენის შანსი, აიცერით",- წერს მარი ჩიტაია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

კოვიდის კიდევ ერთი მსხვერპლი... დედამ, რომელიც ასევე ინფიცირებულია, არ იცის საყვარელი შვილის სიკვდილი - მარი ჩიტაია

„წარმოვიდგინოთ, რომ ძალაუფლება ხელში ჩაუვარდათ ანტივაქსერებს, მოგადგნენ ყველა აცრილს და…” – ხატია სიჭინავა

„არასდროს ენდოთ ჩემი სახელით დაწერილ პოსტებს" - გიორგი ღოღობერიძე