ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ქველმოქმედების კეთებითაა ცნობილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის წერს, კიდევ ერთ გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა და ისინი 1 წლით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო.
„დილიდან საღამომდე მომხდარი ბედნიერება. ბავშვები მიწაზე აღარ დაიძინებენ. აღარც დედა და ბებო. დღესვე ვუპოვეთ სახლი, სადაც მშვიდად და ბედნიერად იქნებიან. გადავიხადეთ ერთი წლის ქირა, ყველა გადასახადი, ექნებათ საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჰიგიენის ნივთები, სულ ყველაფერი რაც სჭირდებოდათ . ეზოში სხვა ბავშვებთან ერთად ბურთით თამაშობენ და-ძმა და ამაზე მაგარი საყურებელია ძალიან ცოტა რამეა. ადამიანურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ თქვენი ყველას დახმარებით. ვედგებით ყველა გვერდით, რამდენ ხანსაც შევძლებთ. მივეხმარებით ყველაფერში როგორც იცხოვრებენ. რანაირი ბედნიერები არიან ვერც წარმოიდგენთ. სათითაოდ უამრავი მადლობა თქვენ ყველას, თქვენ ჩემი მეგობრები ხართ ყველა და ერთად რამხელა ამბებს ვიზამთ აი ნახავთ სულ მალე. ბავშვები გაიზრდებიან და არასოდეს დაავიწყდებათ დღევანდელი დღე. მე უამრავ მადლობას გიხდით, რომ უფლებას მაძლევთ ასეთი ბედნიერი ვიყო“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ვინ არის ფოტოზე გამოსახული - „ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს დღეს წარადგენს
თბილისის მერობისთვის თაკო ჩარკვიანი იბრძოლებს
„ამ ზაფხულს იშვიათ მოვლენასთან გვაქვს საქმე...“ - როგორ უნდა მოვემზადოთ და რა უნდა გავაკეთოთ?