Digest Logo

„ბევრი მეფიქრება წალენჯიხაზე, ამ ძარღვიან, სიტყვაძვირ, პატიოსან, თავისუფლების მოყვარე, დაუმორჩილებელ, ნიჭიერ, ღირსეულ კუთხეზე…“ - პეტრე კვარაცხელია

1635919452
პეტრე კოლხი

მას შემდეგ რაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხოლოდ წალენჯიხაში დაფიქსირდა მმართველი გუნდის წაგება, სასულიერო პირი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია უკვე მე-5 პოსტს წერს ამ კუთხის სიდეადესა და იქაურების განსაკუთრებულობაზე. 

მართალია ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მასობრივ გაყალბებაზე ღიად საუბრობს, თუმცა ფაქტია მხოლოდ იმ რეგიონის შედეგებს აპროტესტებენ სადაც ცესკოს მონაცემებით მათ წააგეს. სანამ გაირკვევა მხოლოდ წალენჯიხაში ვერ გაყალბდა არჩევნები თუ სხვაგან წააგაო ოპოზიციამ, მანამდე სოციალურ ქსელში, ფეისბუკიდან ფეისბუკზე სიამაყით გადადის „მე მიყვარს წალენჯიხა“ პოსტები. ამ ტრენდს ბუნებრივია სვეტიცხოვლის დეკანოზი პეტრე კვატაცხელიაც არ ჩამორჩა. გთავაზობთ მის მორიგ სტატუსს მშობლიურ მხარეზე.

„ბევრი მეფიქრება წალენჯიხაზე, ამ ძარღვიან, სიტყვაძვირ, პატიოსან, თავისუფლების მოყვარე, დაუმორჩილებელ, ნიჭიერ, ღირსეულ კუთხეზე… ძალიან ბევრი მაგარი ადამიანის ოდაბადეზე… ჩემი ტერენტი გრანელის ლექსად ამოთქმულ ფიქრებზე, ლეო ქიაჩელის შთაგონებაზე…

90-იანი წლები მთელი ერისთვის მძიმე იყო… წალენჯიხას განსაკუთრებით შეეტყო… მხედრიონელებმა საერთოდ მიწასთან გაასწორეს იქაურობა… გადაწვეს სახლები, ნაწილებად დაიშალა სკოლა - ინტერნატი, განადგურდა სტადიონი…

მერე დრო გაიყინა… ვარდების რევოლუციის დროს მიშა წალენჯიხის წითელი ავტობუსით მიადგა თბილისს, მაგრამ წალენჯიხისთვის მაინც არაფერი გაკეთდა, როგორც გრანელი იტყოდა, „და წალენჯიხა ისევ ისეა“… მერე ,„ქართული ოცნების“ იმედად დარჩენილი მოსახლეობა, მაინც ისევ ისე დარჩა… მაინც არაფერი სასიკეთო… იშვიათად მიწევს ჩემს კუთხეში ჩასვლა, გული მიკვდება, ნაცრისფერია იქაურობა… 90-იანი წლების შემდეგ ფეხზე ვერ დადგა… არადა, რა საოცარი მდებარეობა აქვს დალოცვილ მხარეს… მონდომება თქვი თორემ საკურორტო ზონა სქური, ისევ შეიძლება აყვავდეს… თავისუფლად შეიძლება იქაურობა ტურისტულ ზონად გამოცხადდეს… ამის ყველა საშუალებას იძლევა… ძალიან მინდა მთელი საქართველო და არა მარტო, წალენჯიხაში სიხარულით ჩადიოდეს. აშენდეს სასტუმროები, კულტურის და დასვენების პარკები, გაიმართოს ღონისძიებები, მაღალ დონეზე აღინიშნოს გრანელობა, დაწესდეს ცალკე წალენჯიხელობა, გაიხსნა მუზეუმი, საფუძველი ჩაეყაროს ქიაჩელობას, გრანდიოულად აღინიშნოს წალენჯიხის ტაძრის დღესასწაული….

ბევრი გეგმები მაქვს წალენჯიხაზე, ვნახავ ვინ რას გააკეთებს… და კიდევ, ძალიან წამგებიანია იმაზე საუბარი, ვის რა შეეძლო და ვერ გააკეთა, ჩვენ გავაკეთოთ, ჩვენ დავიწყოთ, ჩვენ მოვინდომოთ… მიყვარხართ წალენჯიხელებო…
ხელი შევუწყოთ ერთმანეთს და ეს ძალიან ლამაზი ქალაქი გახდეს სავიზიტო ბარათი მთელი ქვეყნისთვის… ჩვენ ამის ყველა რესურსი გაგვაჩნია!..“ - წერს პეტრე კვარაცხელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ემიგრანტებს ვანდოთ არჩევნები, მათ ჰკიდიათ კონკრეტული სახელები“ - ნიკა გრიგოლია

🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება

🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს

🔵„ცის კაბადონზე ერთთვიანი შტურმია გამოცხადებული“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ყველა ნიშანს

🔵„მითხარი, რა ხარ... გაიმეორე, თორემ დაგარტყამ...“ - ბათუმში მოსწავლე თანატოლებმა სცემეს, აგინეს, ვიდეო გადაუღეს და ტიკტოკზე ატვირთეს

🔵დღის რჩევა: კარგი დღეაშერიგებისა და ძველი ურთიერთობის აღსადგენად