Digest Logo

„ბიძინა კარგი ექიმია, სულ დაგაიმედებს და თან არაფერს დაგიმალავს“ - ბაია პატარაია

1626591791
ბიძნა კულუმბეგოვი და ბაია პატარაია

უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ დამფუძნებელი ბაია პატარაია ბიძინა კულუმბეგოვს კომპეტენტურ და მცოდნე მედიკოსს უწოდებს. ბაია პატარაია კულუმბეგოვის მოსაზრებას იზიარებ და აცხადებს, რომ დელტა შტამისაგან თავის დასაცავად აუცილებელია მოქალაქეების უმრავლესობა აიცრას.

„ბიძინა როგორი კარგი ექიმია, მცოდნე, არაისტერიული, სულ დაგაიმედებს და თან არაფერს დაგიმალავს. კომუნიკაცია სულ ერთხელ მქონდა, ისიც რაღაც კლიპისთვის და ძალიან მეგობრული იყო. მოკლედ, ბევრი ასეთი ბიძინა ერს.

პ.ს. ვისაც ინტერვიუს კითხვა დაგეზარებათ, მოკლედ გეტყვით, დელტა უფრო გადამდებია, მაგრამ არაა უფრო მძიმე. არც ბავშვებისთვისაა განსაკუთრებით საშიში. დელტა აუცრელი ხალხის პრობლემაა რეალურად. საქართველოში ჯოგური იმუნიტეტი მკვეთრად იზრდება, რადგან ცივილიზებულ, მეცნიერულ იმუნიტეტზე უარს ვამბობთ (ანუ ჯოგივით ვიქცევით და არ ვიცრებით). ჩინური ვაქცინაც მშვენივრად გვიცავს ზედმეტი განულებისაგან. “, - წერს პატარაია.

აგრეთვე დაგინტერესებთ:

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ლილიტი ტყუპებშია - დღეიდან 9 თვის განმავლობაში, რასაც თქვენი ყურით არ მოისმენთ და თქვენი თვალით არ ნახავთ არაფერი დაიჯეროთ

„ჩასვრლი პარტიები ანუ ჟურნალისტები პოლიტიკაში“ – ხათუნა ხოფერია