Digest Logo

„ბუბა, ჩვენც გვრცხვენია შენ და ბანი ბურჭულაძე რომ ქართველები ხართ” – გიორგი გამსახურდია

1636037392
გიორგი გამსახურდია და კიკაბიძე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში მომღერალ ბუბა კიკაბიძის განცხადებას ეხმაურება და მას სამარცხვინოს უწოდებს.

„მშვიდობიანი მანიფესტაციების დამრბევ, მოკავშირის აშუღ ბუბას უთქვამს, მრცხვენია რომ ქართველი ვარო. კი, ბუბა ჩვენც გვრცხვენია შენ და ასენიზატორი რუსული ბანი ბურჭულაძე რომ ქართველები ხართ, უბრალოდ თმენის ვალდებულებაა. ასე მუშაობს დემოკრატია, რას იზამ. #ძირსყველარუსეთუმედაპუტჩისტი“, - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ ბუბა კიკაბიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ „სხვა ნანუკას“ ეთერში ისაუბრა.

„მიშა ძალიან მიყვარს, ჩანს, რომ გადადეს სასიკვდილოდ, ამას მთელი მსოფლიო უყურებს და რატომ გვარცხვენენ? რატომ ირცხვენენ თავს? მე იმას აღარ ვამბობ, რომ ყოველ წუთში შეიძლება რაღაც დაემართოს ამ ადამიანს, მერე ალბათ დედა შვილს აღარ აიყვანს ხელში. მე უკვე მეზიზღება ტელევიზორის ჩართვა, ვუსმენ ამ უწმაწურ სიტყვებს, გინებას, საზიზღრობას… მრცხვენია რა… მე ჩემი თავის მრცხვენია, რომ ქართველი ვარ. მიშას ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს. მიშამ იმდენი ლამაზი რამ გააკეთა თბილისისთვის, მცხეთისთვის, ბათუმისთვის, რომელი ერთი ჩამოვთვალო? შეცდომები ვის არ მოსდის? მიშა მიყვარხარ!“, - განაცხადა კიკაბიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ფეხის ტერფზე მაქვს პრობლემა - პოდაგრა და აუცილებლად მჭირდება ოპერაცია“ - თამო ვაშალომიძე

🔵VIDEO: „აუ, სიხარულით ნეტა არ გავაფრინო დღეს“ - ნანუკა გულუა იუბილარია

🔵„თეოს ვერავინ შეცვლის, მაგრამ მარტოობამ დამღალა” – გელა დაიაურმა 11 წლის შემდეგ ცოლი მოიყვანა

🔵„რუსეთის ომი ჯერ არ დამთავრებულა. საიდან ამ ანტივაქსერებს ასეთი დაფინანსება? რუსეთის სხვადასხვა „ორგანიზაციები” დგანან ამის უკან“ - გიორგი ფხაკაძე

🔵„გააჩერეთ მანქანები ერთი-ორი დღე, არ იყიდოთ საწვავი, არ შეიძლება? “ - ცირა მესხიშვილი

🔵„კოვიდიანმა უგულავამ ირბინა და მე უნდა შემეზღუდოს კონსტიტუციური უფლება და ვალდებული გავხდე ავიცრა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ?“ - ნინა სამხარაძე

🔵„უსაქმური, მეტი სიტყვა არ გამახსენდა“ - ინგა გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტზე