საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს ბავშვობის მეგობარი გარდაეცვალა. კეკელიძე მასთან ერთად გატარებულ პერიოდს იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ჩემი კლასელი გარდაიცვალა. ბავშვობის მეგობარი. სერგო. იშვიათი ვირუსით. იშვიათივე ადამიანი.
სკოლიდან რომ ვაგვიანებდი, მამაჩემმა იცოდა სად მოვეძებნე - ზაქარიაძეებთან. „ერთად გავიზარდეთ“ მეტაფორა არ ყოფილა, მართლა ერთად ვიზრდებოდით. ერთად გვიტყავდებოდა მუხლები ფეხბურთის თამაშისას და მეორე დღეს, ენა - ფეხბურთზე ლაპარაკისას. ერთად ვსწავლობდით ისტორიას და ერთადვე ვერაფრით ვსწავლობდით მათემატიკას. ერთად ველოდით ზაფხულის არდადეგებს და მერე ერთად ველოდით სკოლის დაწყებას. ის დრო სხვას არაფერს ნიშნავდა, მხოლოდ ლოდინიდან ლოდინს. ზოგან ავცდით - მას მამა ჩემამდე გარდაეცვალა. და თვითონაც ჩემამდე წავიდა. სახლში რომ არ გვხვდებოდა, დედამისი თამრიკო გამოგვძახებდა:
აგერ იქნება ბაღნებო, შესახოვში! და შესახვევიდან გამოჩნდებოდა სერგო, უცნაური, ფართო ღიმილით. ახლაც შესახვევშია. ზუსტად ვიცი. მალე გამოჩნდება და დამიძახებს, ისე როგორ მირეკავდა ხოლმე: „სა ხარ, კეკელო, სა, ამდენი ხანი, რომ გადაყეი ამ აბდლურ წიგნებს!“ - წერს კეკელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
გახდა თუ არა სწრაფი და პისიარ ტესტები ფასიანი? - ოფიციალური ინფორმაცია
„მამა, კიდევ დიდხანს გვჭირდები“... - გია ბაღაშვილი
SOS - ყველა მნიშვნელოვანი საქმე 29 სექტემბრამდე გადაწყვიტეთ, იმიტომ რომ...