Digest Logo

„ჩემი ნამდვილი ძმა წლებია უკვე ძალადობს ჩემზე, მისთვის ბო*ი ვარ... ბევრი მეტყვის, რომ დედას ვუთხრა, მაგრამ...“

1635774868
სექსუალური_ძალადობა

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ხარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.

გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად ისტორიას ჰყვება 16 წლის გოგონა, რომელიც საზოგადოებას მის უდიდეს პრობლემას უყვება, მასზე საკუთარი ძმა წლებია ძალადობს.

„მოგესალმებით ყველას!

დღეს რაზედაც ვილაპარაკებ, ეს არის ჩემი უდიდესი პრობლემა დღევანდელ ცხოვრებაში.

16 წლის გოგონა ვარ. სილამაზით დიდად არ გამოვირჩევი, მაგრამ სიმაღლეც და ტანიც კარგი მაქვს. ამავდროულად ბევრ ბიჭს მოვწონვარ, მაგრამ უკვე იმდენჯერ გამიცრუვდა იმედები, რომ უმეტესად აღარავის ვენდობი. მაგრამ ვფიქრობ, რომ მართლა მჭირდება ადამიანი ვისაც მართლა მთელი გულით ვეყვარები და ამავდროულად დამიცავს.

უბრალოდ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი ნამდვილი ძმა, ჩემი სისხლი და ხორცი, წლებია უკვე, რაც ძალადობს ჩემზე... იმის მიუხედავად, რომ უკვე დიდი ხანია, აღარ შემხებია, მაინც შემორჩა სიტყვები, რომლებსაც მეძახის. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან მოქმედებს ჩემზე. მისთვის ბო*ი ვარ და კიდევ ბევრი უამრავი რამ.. როცა ვიაზრებ და ვაანალიზებ, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება, ძალიან ცუდად ვხდები, საშინლად მტკივა გული იმით, რომ ასეთი ძმა მყავს...

ვნადგურდები, როცა სხვა დაძმურ სიყვარულს ვუყურებ თუ როგორ კარგად არიან ერთად და სამწუხაროდ, მე არ შემიძლია ასე ყოფნა... ნუთუ ეს დავიმსახურე? ვფიქრობ, რომ არა... უბრალოდ ვიცი, ამას რომ დამიდებთ, ბევრი იტყვით, რომ პოლიციას შევატყობინო და ასე შემდეგ, მაგრამ არ შემიძლია, მამა მყავს ავად და ამას ვერ გადაიტანს, ხოლო მე კიდევ მის დაკარგვას ვერ გადავიტან...

ბევრი მეტყვის, რომ დედას ვუთხრა, მაგრამ არ შემიძლია… ვიცი, რომ, მაგრამ ვერანაირად ვერ ვეტყვი მას… ახლა ვწერ აქ და ვერც იმას ვიაზრებ, თუ რატომ ვაკეთებ ამას… უბრალოდ თქვენგან გამამხნევებელ სიტყვებს ველი და სხვა არაფერს, რადგან მართლა ძალიან მჭირდება...

ეს წლებია, ძალიან ბევრ რამეს ვებრძვი. წლებია, სუიციდზე ვფიქრობ, მაგრამ მაინც არასდროს მიცდია. შეიძლება ითქვას, რომ მეშინია მაგრამ ამავდროულად წინ ბევრი კარგი რამ მელოდება... სკოლის დამთავრების შემდეგ ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიაზე ჩავაბარო, რადგან ძალიან მინდა ადამიანების დახმარება, მინდა, რომ ბევრი გოგოსთვის მაგალითი ვიყო, რადგან არ ღირს ასეთი ნაბიჭვარი ადამიანების გამო სუიციდი და კიდევ ბევრი სხვა დანარჩენი რამ… უბრალოდ მრცხვენია, რომ ასეთ ადგილას ვცხოვრობ, მრცხვენია, რომ ამ დროშიც ძმა დაზე ძალადობს... მართლა ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი ხალხი დღემდე შემორჩა და უბრალოდ ყველა აუცილებლად პასუხს აგებს ამ ყველაფრის გამო…

ხოლო ვინც ამას კითხულობთ და ვინც უკვე ხართ მშობლები, გეტყვით იმას, რომ აუცილებლად გაუფრთხილდით თქვენს შვილებს და არასდროს არავის არ ანდოთ მათი თავები, რადგან ამ დროში ახლობელსაც აღარ უნდა ენდოთ. გაუფრთხილდით მათ და იყავით იმდენად ახლოს, რომ არაფერი დაგიმალოთ. დაუდექით გვერდში და არასდროს დახუჭოთ თვალი ასეთ რამეზე“,- ვკითხულობთ გავრცელებულ სტატუსში.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„თხილის კრეფა დავიწყე, სწავლის საფასური რომ გადამეხადა, ბაბუის ტოლა კაცმა კი ნომერი მთხოვა, გავქვავდი, მინდოდა, მეკივლა საშინელებები მეთქვა, მაგრამ გავჩუმდი, რადგან...“

🔵„იმ დღეს მუხლებს ქვემოთ ელასტიკი მეცვა, ჩემი და ჩურჩულით მეუბნება, უკან არ გაიხედო, მწყემსი მოგვყვებაო. მინდა, ყველამ იცოდეს ერთი რაღაც...“

🔵სასტიკი მკვლელობა თბილისში - მეეზოვემ 2 ადამიანი სადისტურად მოკლა, 1 დაჭრა, ცოლს კი სასტიკად სცემა

🔵„მითხრა მოდი, კალთაში ჩამიჯექიო, ფერება დამიწყო სახეზე, მერე მკერდზე დამიწყო ხელის მოსმა... მას მერე მეზიზღება ჩემი სხეული“ - ძალადობის მსხვერპლის ისტორია

🔵„ფრთხილად იყავით ვაჟას მეტროს ტერიტორიაზე... პოლიციის ფორმით ვიღაც მომვარდა და ჩანთას მართმევდა“ - სალი წვერავა