75 წლის ასაკში ქართული ესტრადის მომღერალი, ანსამბლ „ივერიას” წევრი, თემურ წიკლაური დღეს 1-ელ თებერვალს გარდაიცვალა.
თემურ წიკლაური კორონავირუსის მორიგი მსხვერპლი გახდა, ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უმძიმეს მდგომარეობაში იყო.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა, თუმცა ექიმები და საყვარელი ადამიანები იმედს არ კარგავდა, რომ ბატონი თემური კორონავირუსს დამარცხებდა, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თემურ წიკლაურის გარდაცვალებამ საზოგადოებას გული დაწყვიტა, განუმეორებელი თემურ წიკლაურს მომღერალს მეგობრები, კოლეგები და სრულიად უცნობი ადამიანები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
ნინო სურგულაძე (მეცო სოპრანო): „ბოლომდე იბრძოლა... მანაც და ექიმებმაც.... გული ჩამწყდა... მაინც იმედი მქონდა... მშვიდობით კარგო კაცო! მადლობა ყველაფრისთვის! ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი შენს უკვდავ სულს!"
ვახო სანაია (ჟურნალისტი): „ბევრი გვაცინა ბოლოს მთელი საქართველო და ისე წავიდა. ამჯერად, სამწუხაროდ, ნამდვილად. თემურ წიკლაური გარდაიცვალა."
გიორგი სუხიტაშვილი (მომღერალი): "სამწუხაროდ ჩვენი არწივი გაფრინდა დიდი მადლობა შენ ყველა ნოტისთვის, ყველა როლისთვის, ფიროსმანისთვის მართალი სიმღერისთვის, მართალი სიტყვებისთვის, შენეული განცდებისთვის, რომელიც გადმოგვეცი და რომელიც დაგვიტოვე. შენი ნამღერი "მინდვრებო ჩამოქარგულო" ჩემი ბავშვობის ბედნიერება და სავიზტო ბარათი იყო. საუკეთესო თბილი კოლეგა და საუკეთესო რესპონდენტი... მოგვენატრები!სამწუხაროა რომ ის გეგმები რომელზეც ვისაუბრეთ ვერ მოვისმიმე (დამპირდა რომ მაჩვენებდა მის საოპერო სიმღერებს, რაშიც მეცადინეობდა) .... მშვიდობით არწივო..."
ცეზარ ჩოჩელი (ბიზნესმენი, პოლიტიკოსი): „ნამდვილს მღეროდა - ქართულს, გულიანს. სულამდე ატანდა მისი ხმის საოცარი ტემბრი, რომელიც მას ყველასგან გამოარჩევდა. შეუძლებელია სხვაში აგრეოდა. ქართული იყო მისი შემოქმედებაც და თავადაც, სულით ხორცამდე ქართველი იყო. მიჭირს იმის გააზრება, რომ ქვეყანას თემურ წიკლაური აღარ ჰყავს. ვუსამძიმრებ ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს!"
ოთო ნემსაძე(მომღერალი): „სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ... ვერ გაუძლო არწივმა, მადლობა თემურ!"
თემურ წიკლაურის ქალიშვილი, ქეთი წიკლაური: „ჩემო ძვირფასებო, ყველამ უკვე იცით რომ ჩემი სიამაყე, საყრდენი და ჩემი ცხოვრების დიდი სიყვარული გარდაიცვალა. ჩემი ტკბილი მამიკო ახლა უფალთან არის. პანაშვიდები იქნება ხვალ და ზეგ ლურჯ მონასტერში. გასვენება ხუთშაბათს 1 საათზე გისამძიმრებ საქართველო!“
აგრეთვე წაიკითხეთ:
კოტე სოფიკოს გამო არ დამშორებია - მედეა ჩახავას ბოლო ინტერვიუ
ჩემმა დამ ბენზინი გადაისხა და თავი ცოცხლად დაიწვა... - უმძიმესი ამბავი