მეცო სოპრანო თამარ ივერის დედის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ამასთან დაკავშირებით ოპერის მომღერალი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ჩემო ლამაზო დედიკო, ჩემო უკიდეგანო სიყვარულო, ჩემო დახვეწილო, არისტოკრატულო, სამართლიანო, ჩემო ცხოვრების მამოძრავებელო ძალავ და მეგობარო… უკვე 40 დღეა ვეგუები უშენოდ ცხოვრების გაგრძელებას. უფრო სწორად, ჩვილივით, უშენოდ ცხოვრების ნულიდან დაწყებას, რაც აუტანლად მძიმე, სასტიკი და რთული აღმოჩნდა. რა საშინელი ყოფილა, როდესაც გაიღვიძებ და ამიერიდან „დედას“ აღარავის დაუძახებ და „შვილო!“-ს აღარავინ დაგიძახებს. ღმერთო, რა სასტიკია განგება, მაგრამ ასეთია წუთისოფლის ბორბალი…
მშობლები გვაჩენენ, გვზრდიან, ჩვენით ხარობენ და მერე. უჩუმრად მიდიან, ქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან ისე, როგორც ქრება და დნება წყალში შაქარი…. ატკბობს მას და არ ტოვებს ხილულ კვალს. თუმცა, შენი კვალი და წვლილი ჩემს ადამიანად და მომღერლად ჩამოყალიბებაში მუდამ შეუფასებელი, გაუქრობელი და მარადიული დარჩება ჩემთვის. გუშინ გაფრინდა დედა შენი სული ცაში. გთხოვ,იქიდანაც დამიფარო, დამეხმარო, გამაძლიერო.
შემპირდი, რომ იქიდანაც ინერვიულებ თუ სად დავეხეტები, რას ვიცვამ, რას ვჭამ, როგორ ვიქცევი, რა მანერები მაქვს. იქიდანაც შემაქებ, შემისწორებ, გამკიცხავ და რაც მთავარია, დამელოდე, ერთ დღესაც შემოგიერთდებით და ისევ ერთად ვიქნებით მე, შენ, მამიკო, ბებია-ბაბუები, ბიძები…
ისევ ერთ დიდ ოჯახად. ისევ დამიძახებ შვილოს… და ისევ დაგიძახებ დედიკოს, ისევ დავუძახებ მამიკოს! დროებით დედა… მელოდე და არ მოიწყინო ჩემო თავგანწირვამდე ერთგულო ადამიანო. ჩათვალე, რომ ახლაც გასტროლებზე ვარ შენგან წასული…. უბრალოდ, უფრო გრძელ, რამდენიმე ათწლეულიან გასტროლზე…. და ეს არის და ეს!“, – წერს თამარ ივერი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
შეიძლება ყველაფერი ცუდად დასრულდეს - ვისთვის არ შეიძლება ანალგინის დალევა?