ტელეწამყვანი ეკო ფანგანი მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის ძალადობას გმობს და ყველა მოძალადის დაკავებას ითხოვს. ამასთან ხაზს უსვამს, რომ ლგბტ თემის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებების პროპაგანდა ყველაზე კარგად ჰომოფობიური ჯგუფებს გამოსდით.
„ყველა მოძალადე უნდა იყოს დასჯილი, მათ შორის ჰომოფობები! მათი ატანა წარმოუდგენელია უკვე და ვინც მათ მხარს უჭერთ, გამოფხიზლდით ცოტა!! ვაჟკაცობის და ღირსების სახელით, სუსტებს ჩაგრავენ.
ქრისტეს სახელით ხალხს სცემენ და ურტყამენ.
პატრიოტიზმის სახელით ქვეყანაში არეულობას და დაძაბულობას იწვევენ.
ისე ჩაივლიდა დღევანდელი დღე, ნახევარზე მეტი მოქალაქე ვერც გაიგებდა რა ხდება. ეს დესტრუქციული ძალები ახდენენ სპეციალურად ძალიან ცუდ გავლენას ხალხზე!
ვისი ქმედებაც გასცდება დღეს კანონს, აუცილებლად ყველა იყოს დაპატიმრებული.
არავინ არავის სახლში არ უვარდება (მოძალადეების და ჰომოფობების გარდა) და ამ ქვეყანაში ყველას აქვს თანაბარი უფლება ყველაფრის!!!
მე მივდივარ დღეს უდანაშაულო ადამიანების მხარდასაჭერად.
სანამ საწინააღმდეგო კომენტარს დამიწერთ, სათანადოდ გაეცანით როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობას, ასევე, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. შემდეგ დაკვირვებით წაიკითხეთ ბიბილია და გადახედეთ თეოლოგიას! ნახვამდის!“ - წერს ეკო ფანგანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ზურა და პაატა ხაჩიძეები „პრაიდის“ კონტრაქციას შეუერთდნენ
საპატრიარქო: 17 საათზე, ქაშვეთის ტაძარში ტარდება სამშვიდობო პარაკლისი
„კარგს ვერაფერს გეტყვით, 15 ივლისამდე ვითარება დაძაბულია“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს
ცნობისთვის, „პრაიდის კვირეული“ საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1-ელ ივლისს დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება გაიმართა, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, „ღირსების მარშის“ ჩატარება კი 5 ივლის დაიგეგმა.
„ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.
5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება.