Digest Logo

„მე ამის წინააღმდეგ დავდგები, თუ გინდა ბნელი დამიძახე, გინდა – ჰომოფობი!“ – „მასტერი“ „პრაიდზე“

1625492517
რეპერი მასტერი

ჰიპ-ჰოპ არტისტი გიორგი პავლიაშვილი იგივე „მასტერი“ თბილისი პრაიდის კვირეულს ეხმაურება. ის განმარტავს, თუ რატომ არ უჭერს მხარს დაგეგმილ მარშს.

„ვეცდები მოკლედ და კონკრეტულად დავწერო: როცა ვხედავ სხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანს ქუჩაში, რაიმე წვეულებაზე, თუნდაც საკუთარ რესტორანში არასდროს მიჩნდება მის მიმართ აგრესია. არასდროს მითქვამს ჩვენი მიმტანისთვის რომ მათ ცუდად ან განსხვავებულად მოემსახურონ, არასდროს მინდება სურვილი ასეთ ადამიანს რაიმე ფიზიკური ან მორალური ზიანი მივაყენო და ვფიქრობ, რომ ამ გადმოსახედიდან არ ვარ ჰომოფობი.

მაგრამ… აქ არის „ძლიერი მაგრამ“ და ეს მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ისინი ეწევიან მათი ორიენტაციის აფიშირებას, პროპაგანდას, იქცევიან „პახაბნურ-გამომწვევად“, ფეხით დგებიან ბიბლიას და ხატებს ლიფში იწყობენ (არის ეს ვიდეო კადრები), უამრავ სიბინძურეს ამბობენ ჩვენს რელიგიაზე და მათ წარმომადგენლებზე, უნდათ, რომ მომავალ თაობას ასწავლონ, რომ ეს არის ნორმა და ეუბნებიან რომ მათ აქვთ არჩევანი – მე ამის წინააღმდეგ დავდგები და თუ გინდა ბნელი დამიძახე და თუ გინდა ჰომოფობი!

ბავშვებს აქვთ დრეკადი ფსიქიკა, მე ჩემს შვილს არ ვასწავლი რომ „შვილო, თუ გინდა ბიჭი შეყვარებული გყავდეს, თუ გინდა გოგონა – ჩემთვის სულ ერთია რომელიც გინდა აირჩიე”, ჩემთვის ეს იგივეა კოკაინი დაუყარო და უთხრა, „თუ გინდა გასინჯე” …

გლობალიზაცია ისედაც ჭამს ამ სამყაროს, დიდი ხანია გადასულები არიან იმ დიდ პროექტზე, რაც კაცობრიობის პოპულაციის შემცირებას ეხება – მსგავსი გენდერების ქორწინება პირდაპირ კავშირშია ამასთან, რადგან ისინი არ მრავლდებიან.

ზოგადად ყოველთვის ვემიჯნები ნებისმიერ ძალადობას, ცემა-ტყეპას და ტაბურეტკების სროლას, მაგრამ მორალურად არ ძალადობენ ჩვენზე, მათი “არასამთავრობოები” და ტელე-მედია? მეტი რა პროპაგანდა უნდათ ვერ ვხვდები? მთელი ტელევიზიები და წამყვანი შოუები მათ უთმობენ დროს და მაინც და მაინც შოთა რუსთაველის სახელობის გამზირზე გინდათ ჩავლა?

და ბოლოს: “შოუბიზნესელებო”, ძალიან ხომ არ შეიცვალეთ პოზიციები იმის შიშით, რომ ტელევიზიებში აღარ მიგიწვევენ? ნწ, ნწ, ნწ… მე ვდგავარ და ვიდგები იქ სადაც საქართველო დგას! მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი!“, – ვკითხულობთ პოსტში.


აგრეთვე წაიკითხეთ:

„ეჰ, ასეთი შემართებით რომ ებრძოდეს დედა ეკლესია აზარტულ თამაშებს, ნარკოტიკებს, ოჯახურ და ბავშვთა მიმართ ძალადობას...“

„ამოაძრო ელექტროშოკი და სახესთან ამიპრიწინა, ამ დროს ხელში 9 თვის ბავშვი მეჭირა...“ - რას ჰყვება გოგონა ტაქსის მძღოლზე

ზურა და პაატა ხაჩიძეები „პრაიდის“ კონტრაქციას შეუერთდნენ