სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გვერდი „დამიცავი პატარა ვარ" 17 წლის გოგოს ემოციურ ამბავზე წერს.
„17 წლის ვარ. ხშირი მომხმარებელი ვარ სოციალური ქსელების. დღესდღეობით ბევრ შემთხვევაზე მსმენია, რომ ყალბი „ექაუნთიდან" წერდნენ და შიშველი ფოტოების გაგზავნას სთხოვდნენ. მეგონა მსგავსი არასდროს არაფერი შემემთხვეოდა, მაგრამ ვიღაც „თამო თემო" შემეხმიანა და გაცნობა მთხოვა.
პროფილის ფოტოზე გოგოს ფოტო იდო. ამიტომ ჩავთვალე საშიში არაფერია-მეთქი და ვუპასუხე საკმაოდ მორიდებულად. არანაირი ზედმეტი ინფორმაცია და არაფერი, მაგრამ ერთ დღეს მომწერა, რომ ჩემგან შიშველი ფოტოები უნდოდა და თუ ამას არ გავაკეთებდი, მაშინ ჩემს ახლობლებს გაუგზავნიდა ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანის შიშველ ფოტოებს.
დაჟინებით ვთხოვდი ან თავისი ასაკის გაჟღერებას, ან ნომრის მოწოდებას, მაგრამ უარზე იყო. მიგზავნიდა ეგრეთ წოდებულ „გიფებს", სადაც აღბეჭდილი იყო ეროტიკული მოქმედებები. რა თქმა უნდა, არ მომეშვა და ისევ განაგრძო ფოტოების მოთხოვნა, მაგრამ საბედნიეროდ არ ვარ იმდენად პატარა, რომ ასეთი სისულელე ჩამედინა",- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ძალიან უმადური ხალხი ვართ, თან უვიცი” - გიორგი კავკასიძე
🔵როგორია მეუფე ზოსიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია