Digest Logo

„დაადგინეს ერთხელ კორონა და მორჩა მთელი დიაგნოსტიკა...ეს ხომ შენ გამოიწვიე - ექიმმა?" - რას ჰყვება იაგო ფრანგიშვილი

1628238116
იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს. იგი ექიმების მხრიდან არადიფერენცირებულ მიდგომებზე საუბრობს.

ახლა გამომიგზავნეს ერთი ახალგაზრდა პაციენტის ფილტვის კატე. დიდი ლობური ფილტვის ანთებაა, აი, ფილტვის დიდი ნაწილაკების საზღვრებს ანატომიურად რომ მონიშნავ ისეთი ანთებაა. დედიმერი უარყოფითია და აქვს დადებითი ტესტი კორონაზე. ამოყორეს პაციენტი სტეროიდებით. აყვანილია უკვე ინტუბაციაზე და კიდევ, ამ სტეროიდების გარდა, რას აძლევენ არავინ იცის. არც ერთხელ არ გაკეთებულა ბაქტერიოლოგიური კვლევა.
დაადგინეს ერთხელ კორონა და მორჩა მთელი დიაგნოსტიკა. ნუთუ ასე ძნელად შესაგნებია, რომ დადებითი ტესტი მხოლოდ კორონაზე არ ნიშნავს, რომ აი ეს კონკრეტული პრობლემა კორონაა? კორონა ისე ასუსტებს იმუნურ სისტემას, რომ სხვა მიკროორგანიზმი არც თუ იშვიათად გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის.
უკვე მერამდენე შემთხვევაა, უკვე ასამდე ადის ჩემთან შემოსული ამგვარი საშინელი არადიფერენცირებული მიდგომა. რამდენი იყო უბრალოდ ფილტვის შეგუბებით გულის უკმარისობის გამო და რადგან, კორონა ტესტი დადებითი იყო, გაჭყიპეს სტეროიდებით, იმის მაგივრად რომ უბრალოდ მაღალდოზირებული შარდმდენი მიეცათ.
რამდენი იყო დედიმერი უარყოფითი და ,,ფილტვია დაზიანებულიო" და ნახავ სურათს, და ეგრევე ხედავ, რომ ჰემორაგიაა, სისხლჩაქცევაა, იმიტომ რომ მაღალდოზირებული შედედების საწინააღმდეგო საშუალებით გააჯერეს ორგანიზმი. მერე გააკეთებენ დედიმერის ანალიზს და ავარდნილია ათასებში. ეუბნება ექიმი, აი ხომ ხედავ, იმან არაფერი იცის, დედიმერი რამხელააო. დიახ, სისხლჩაქცევის შემდეგ აიწევს და გაასმაგდება დედიმერი, მაგრამ, ეს ხომ შენ გამოიწვიე - ექიმმა? არ ჰქონდა დედიმერი. დაიწყე აგრესიული ანტიკოაგულაცია, მოხდა სისხლდენა და გაქვს დედიმერი. ლოგიკა მარტივია. არა დაბალი პერიფერიული სატურაციის გამო მართვითი სუნთქვა, არამედ უნდა ნახო ადამიანის ცნობიერება. 80%-იანი სატურაციით ვერავინ დარჩება გონებაზე 2 საათის მერე, ეს გამორიცხულია. არტერიიდან უნდა გაკეთდეს კვლევა. ლაბორატორიული მონაცემით აქციონიზმი კლავს.
ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოდიან, აქ ხომ აშკარაა არასწორი მართვა.
ნუთუ ამ 18 თვის მერე ასე ძნელია იმის შეგნება, რომ კორონავირუსი, მძიმედ მიმდინარე, დაახლოებით 20%-ში აზიანებს ფილტვს თავად და დანარჩენ შემთხვევაში მოქმედებს როგორც გამშვები მექანიზმი სხვა ინფექციისთვის, სხვა გამომწვევისთვის, სხვა დაავადებისთვის. აი ის სხვა პრობლემა უნდა აღმოაჩინო, იმას უნდა მიაგნო და უმკურნალო. არც თუ იშვიათად ექიმი და არასწორი მართვა ქმნის იმ სხვა პრობლემას. გაუცვალეთ ექიმებმა ერთმანეთს ინფორმაცია, ნუ იქნებით ასე მომართულები, რომ კორონაა და მე კი არა მსოფლიო ვერაფერს ახერხებსო, ნუ იქნებით ასე რეზისტენტები და მიუვალები ახალი მზერის და კითხვების დასმის მიმართ.
ბედნიერებაა, როცა აღმოაჩენ, რომ ფილტვების ანთება პნევმონიით, ან კლებსიელათია გამოწვეული. უმკურნალებ სათანადოდ და რამდენიმე დღეში გამოკეთდება, ამას საოცრებად ჩაგითვლიან და უზენაეს მადლად. ღირს დაფიქრებად და ჩაკირკიტებად, ღირს ეს ყველაფერი კითხვების დასმად, ღირს ეს ყველაფერი იმად, რომ უკმაყოფილო იყო საკუთარი პირველი დიაგნოზით. ეს არაა შეცდომა, არამედ ასეა მედიცინა, დიაგნოზი ყალიბდება დროში, კლინიკით, დაკვირვებით და დამატებითი კვლევით. ასე რომ არ იყოს, ექიმი საერთოდ საჭიროც არ იქნება, შეაგდებდი აპარატში მონაცემებს და მოგცემდა დიაგნოზსაც და მკურნალობასაც. არაა ასე. კომპიუტერი მისი გადაწყვეტილებით კმაყოფილია სულ და ექიმი არა. ექიმს კრიტიკული აზროვნების უნარი აქვს და კომპიუტერს, ლაბორატორიას კი არა",- წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

შეუჩერებელი მაღალი ცხელება, ხველა და დაბალი სატურაცია - რა შემთხვევაში უნდა გადავიდეს პაციენტი კლინიკაში

„ჩემი ხომ გჯერათ. ვაქცინაციამდე, შემდეგ და ზოგადად, ცხელ დღეებში, მიიღეთ რაც შეიძლება მეტი...“ - ექიმის რჩევები

„დღეს რა დღეა, რა თარიღია, არ ვიცი, აქ ყველაფერი ნემსიდან ნემსამდეა... მხოლოდ შინაგანი მგელი თუ გადაგარჩენს!“ - წერილი რეანიმაციიდან