Digest Logo

შეუჩერებელი მაღალი ცხელება, ხველა და დაბალი სატურაცია - რა შემთხვევაში უნდა გადავიდეს პაციენტი კლინიკაში

1628232910
მაია ზალდასტანიშვილი

რა შემთხვევაში არ სჭირდება კოვიდინფიცირებულ პირს ჰოსპიტალიზაცია - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგემ, მაია ზალდასტანიშვილმა, ამ საკითხზე „დღის კურიერში“ ისაუბრა.

„პაციენტს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, თუ მისი კლინიკური მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არ არის. ეს ისეთი დაავადებაა, იმის განსაზღვრა თუ რა იქნება ხვალ, სამწუხაროდ წინასწარ ვერ მოხერხდება. თუკი პაციენტს უფიქსირდება ნორმალური სატურაცია, ანუ, არ სჭირდება დამატებით სასუნთქი აპარატი, აქვს შედარებით ნორმალური ანალიზები და არ აღენიშნება მძიმე ინტოქსიკაცია, რა თქმა უნდა, მას არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. თუ პაციენტს არც სიცხე აქვს, მას მაინც უნდა ჰქონდეს აუცილებლად შეხება ოჯახის ექიმთან და დამატებით კლინიკაში მოთავსება საჭირო არ არის.

ხანდახან ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნას შიშის ფაქტორი განაპირობებს, ამ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის განთავსება კოვიდ სასტუმროში, სადაც ასევე ხდება მისი ანალიზების ჩატარება და ასევე, იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ,"- აღნიშნავს მაია ზალდასტანიშვილი.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 4-5 დღის განმავლობაში შეუჩერებელი მაღალი ცხელება (38 გრადუსი და მეტი), ასევე, სატურაცია დაბალია, ან პაციენტს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება, მისი ჰოსპიტალიზაცია, შესაძლოა, საჭირო გახდეს.

„ონლაინ შეფასება ექიმისთვის ძალიან რთულია, ხანდახან არის, რომ პაციენტს ჰგონია, რომ არ ჰყოფნის ჰაერი, მაგრამ ყველაფერი კარგად არის, ფსიქოლოგიური მომენტია და ამ დროს ყოველთვის ჯობია გამოიძახოს სასწრაფო და სასწრაფოს ექიმმა შეაფასოს მისი მდგომარეობა, არის თუ არა გადასაყვანი კლინიკაში," - ამბობს მაია ზალდასტანიშვილი.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„დღეს რა დღეა, რა თარიღია, არ ვიცი, აქ ყველაფერი ნემსიდან ნემსამდეა... მხოლოდ შინაგანი მგელი თუ გადაგარჩენს!“ - წერილი რეანიმაციიდან

„კოვიდის 10 მცნება: ბერეთ ბუშტები, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია“ - ექიმის რჩევები

„სრული ნიჰილიზმი, ხშირად აგრესიულობაც, ბიპოლარული აშლილობის მახასიათებელი ნიშნები მაქვს“ - რა გართულებები დაუტოვა კორონავირუსმა ლიზა ყენიას