Digest Logo

„ჩემი ხომ გჯერათ. ვაქცინაციამდე, შემდეგ და ზოგადად, ცხელ დღეებში, მიიღეთ რაც შეიძლება მეტი...“ - ექიმის რჩევები

1628231732
ექიმი სოფიო ბერიძე

ექიმი სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აძლევს.

„მეგობრებო! ქვეყანაში ინტენსიური ვაქცინაციის დაწყება დაემთხვა წელიწადის ყველაზე ცხელ პერიოდს და გავრცელების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. პანდემიით, ვაქცინაციით და ზოგადად სამედიცინო ჩარევით განპირობებულმა ღელვამ, შესაძლოა, გამოიწვიოს/გაამძაფროს თქვენი ცუდი თვითშეგრძნება, რასაც ხშირად ხელს უწყობს და /ან თან ერთვის გარემოს მაღალი ტემპერატურა და სითხის დეფიციტი. ჩემი ხომ გჯერათ. ვაქცინაციამდე, შემდეგ და ზოგადად, ცხელ დღეებში, მიიღეთ რაც შეიძლება მეტი წყალი (ოპტიმალურია 30-50 მლ/კგ-ზე). მოერიდეთ გადახურებას, გადაღლას, ხალხმრავლობას, ალკოჰოლურ და სხვა თრობას ვაქცინაციის დღეებში. თუ გქონდათ საეჭვო კონტაქტები და/ან გაქვთ ნებისმიერი ახალი მწვავე სიმპტომი, რეკომენდებულია ვაქცინაციამდე კოვიდ-ტესტირება. გისურვებთ ჯანმრთელობას",- წერს სოფიო ბერიძე.


ასევე დაგაინტერესებთ👇

„დღეს რა დღეა, რა თარიღია, არ ვიცი, აქ ყველაფერი ნემსიდან ნემსამდეა... მხოლოდ შინაგანი მგელი თუ გადაგარჩენს!“ - წერილი რეანიმაციიდან

უახლოეს დღეებში საქართველოში 40 გრადუსამდე სიცხეა მოსალოდნელი

„შემოდგომაზე იქნება მეხუთე ტალღა" - ბიძინა კულუმბეგოვი