სოციალურ ქსელში თამუნა თანდაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, თუ რა ხდება რეანიმაციულ განყოფილებაში.
მისი თქმით, იქ მხოლოდ შინაგანი მგელი თუ გადაგარჩენს!
„დღეს რა დღეა, რა თარიღია, არ ვიცი, აქ ყველაფერი ნემსიდან ნემსამდეა. პროცედურიდან პროცედურამდე. პატარა ექთანი გოგოები და ბიჭები თვალებში გვიყურებენ, თვალი არ მოუხუჭავთ, ერთხელ არ დაეზარათ არაფერი.
ისუნთქე, ისუნთქე, ისუნთქე მიდი!
აქ მართლა შინაგანი მგელი თუ გადაგარჩენს!
გაგიკეთებენ ჰანიბალ ლექტორის მასკას და უნდა გაძლო!
რეანიმაციაში ვარ და ვიცი რომ აქ არ დავრჩები, გამოვძვრები და პირველივე შესაძლებლობაზე ავიცრები!
იმდენი ადამიანი მწერთ, სირცხვილია ყურების ჩამოყრა!
აიცერით რა,“- წერს თამუნა თანდაშვილი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘 ფრთხილად! თუ თქვენ ეს სიმპტომები გაქვთ, შესაძლოა, დელტა შტამით ხართ ინფიცირებული