
18 თებერვალს ბიზნესმენის, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე იყო, ის 65 წლის გახდა.
ნანუკა გუდავაძემ მამამთილს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა.
ბიძინას უმცროსმა ვაჟმა, ცოტნემ დაბადების დღეზე საკუთარი ხელით შესრულებული ნახატი აჩუქა, სადაც ჩაფიქრებული ბიძინა ჩანს.
ნანუკამ ფოტო „ინსტაგრამის სთორიზე“ გააზიარა და დაწერა:
„დაბადების დღეს გილოცავ, მამამთილო.“
რა ღირს ნანუკა გუდავაძის დაბადების დღის ლუქი
9 იანვარს მილიონრების რძალი ნანუკა გუდავაძე 26 წლის გახდა. ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ბერა ივანიშვილზე დაინიშნა. მათ ქორწილს დიდი მითქმა-მოთქმა და თვით სვეტიცხოვლის ტაძრის დაკეტვა მოჰყვა. ამ ამბიდან წლები გავიდა და ნანუკამაც საკუთარი თავი ნელ-ნელა გაგვაცნო.
მას დაბადების დღეზე CECILIE BAHNSEN-ის ულამაზესი შავი, ხავერდის კაბა და DIOR-ის ფეხსაცმელი ეცვა.
როგორც ირკვევა, matchesfashion.com-ზე აღნიშნული ხავერდის კაბა 570 გირვანქა სტერლინგი ღირს, რაც დაახლოებით, 2550 ლარია. განაგრძეთ კითხვა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მაკა ზამბახიძის ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია
ბერას ყოფილები - 4 სელებრითი, რომელსაც რეპერის შეყვარებულობას მიაწერდნენ