9 იანვარს მილიონრების რძალი ნანუკა გუდავაძე 26 წლის გახდა. ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ბერა ივანიშვილზე დაინიშნა. მათ ქორწილს დიდი მითქმა-მოთქმა და თვით სვეტიცხოვლის ტაძრის დაკეტვა მოჰყვა. ამ ამბიდან წლები გავიდა და ნანუკამაც საკუთარი თავი ნელ-ნელა გაგვაცნო.
უყვარს კემარებთან პოზიორობა და ლამაზად ჩაცმა.
მას დაბადების დღეზე CECILIE BAHNSEN-ის ულამაზესი შავი, ხავერდის კაბა და DIOR-ის ფეხსაცმელი ეცვა.
როგორც ირკვევა, matchesfashion.com-ზე აღნიშნული ხავერდის კაბა 570 გირვანქა სტერლინგი ღირს, რაც დაახლოებით, 2550 ლარია.
რაც შეეხება DIOR-ის ნახევრად ღია ფეხსაცმელს, საზაფხულო ფეხსაცმელი რამდენიმე უცხოურ საიტზე უკვე ამოყიდულია, თუმცა სადაც კვლავ გაყიდვაშია 990 ევრო ღირს, რაც დაახლოებით 4000 ლარია.
ანუ გამოდის, რომ ნანუკა გუდავაძის დაბადების დღის ლუქი დაახლოებით 6 500 ლარია.
ივანიშვილების ოჯახის შესახებ ძირითად ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან ვიღებთ. თუ მათ მიერვე გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალით ვიმსჯელებთ, ისინი არჩევანში არ შემცდარან, დროსთან ერთად კიდევ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, რაც მათი საერთო ინტერესებიდან და ხედვებიდან ჩანს. თავისუფალ დროს ოჯახურ გარემოში, პატარა შვილთან - ბერუკასთან ერთად ატარებენ და სახალისო, შემოქმედებით ვიდეოებს გვთავაზობენ.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ნანუკა გუდავაძე ბერას ცოლობამდე - ფოტო-ამბები
ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე
ნატო ვაჩნაძის დამწვარი სხეული მისმა დამ ბეჭდით ამოიცნო - საბედისწერო რეისის ქრონიკები
ბერას ყოფილები - 4 სელებრითი, რომელსაც რეპერის შეყვარებულობას მიაწერდნენ
ვინ არის ნანუკა გუდავაძის ყოფილი შეყვარებული და როგორ ცხოვრობს ახლა
ორი წლის წინ ივანიშვილების ოჯახში დიდი ამბები იყო. ვიწრო წრეში ჩატარებულ ცერემონიალად შერაცხული ჯვრისწერის გამო, სვეტიცხოვლის ტაძარი დაიკეტა.
ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ნიშნობა ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. მაყურებლის ამპლუაში მყოფ საზოგადოებას რომ თავი დავანებოთ, მათ შორის ნანუკას ყოფილი შეყვარებული, მერამ შარიქაძე იყო, რომელმაც ამბავი ჟურნალისტებისგან გაიგო.
მას გახმაურებული ნიშნობის შემდეგ, ჟურნალისტებიც კი დაუკავშირდნენ და რამდენიმე ინტიმური შეკითხვა დაუსვეს:
დრონი.ჯი: თქვენი ყოფილი შეყვარებულისა და ბერას ნიშნობის ამბავი გაიგეთ?
ბუკა: დიახ, მაგრამ არ ვიცი რამდენად მართალია.
დრონი.ჯი: ნანუკასთან დაშორების შემდეგ მასთან არანაირი კონტაქტი არ გაქვთ?
ბუკა: არა, ჩვენ ისე დავშორდით... მოკლედ, მას შემდეგ არ გვიკონტაქტია.
დრონი.ჯი: დაშორების მიზეზი ბერა ივანიშვილი ხომ არ იყო?
ბუკა: არა, ბერას და ნანუკას ამბავი მეც ახლახან გავიგე. მათი ურთიერთობის შესახებ პრესიდან გავიგე. ამ ეტაპზე ნანუკასთან არანაირიურთიერთობა არ მაქვს
მერაბ შარიქაძე პროფესიით მორაგბეა.
View this post on Instagram
მან კარიერა ჯერ ინგლისში დაიწყო. მუშაობის პარალელურად, ერთ-ერთ უნივერსიტეტში სპორტულ ბიზნეს მენეჯმენტს სწავლობდა, შემდეგ საფრანგეთში გადავიდა და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრისთვის ბრძოლა უფრო დიდი ენთუზიაზმითა და გამოცდილებით დაიწყო. წლებია, რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს.
View this post on Instagram
ამბობს, რომ ბავშვობის ოცნება - ეროვნულ ნაკრებში თამაში აისრულა, ახლა ახალი მიზნები და ოცნებები აქვს, რაც ისევ კარიერას უკავშრდება. პირადზე ცოტას საუბრობს, თუმცა ჟურნალისტებმა საჭორაოდ ისედაც ბევრი იციან.
View this post on Instagram
View this post on Instagram
2018 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნანუკას ყოფილი შეყვარებული ანანო კალაძეს ხვდება“.