Digest Logo

„დაბალმა დოზებმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტენზია, ინსულტი და სიკვდილი“ - რას წერს ზაზა თელია

1638301164
ზაზა თელია

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში საზოგადოებას ერთ-ერთი მიკროელემენტის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

„Chromium (ქრომი) - ერთ-ერთი მიკროელემენტი, რომელიც უხშირესად გვხვდება საკვებ დანამატებში და პოლივიტამინებში.

საკვებ დანამატებს ხშირად ისე იღებენ, რომ არც აკვირდებიან შემადგენლობას, რომელიც ისედაც შესაძლებელია იყოს არაზუსტი, არასწორი (mislabeled) სამეცნიერულ მტკიცებულების სწრაფი მიმოხილვა:

ქრომს არ აქვს ეფექტი სხეულის კომპოზიციაზე, აღნაგობაზე როდესაც ის მიღებულია დანამატის სახით, გარდა ამისა არსებობს სერიოზული შეშფოთება მისი ორგანიზმში დაგროვების გამო პოტენციური გვერდითი ეფექტების გამოწვევის მხრივ, განსაკუთრებით ხანგრძლივი მოხმარების დროს.

გვერდითი ეფექტები: ხელს უშლის რკინის მეტაბოლიზმს და თუთიის შეთვისებას, ხანგრძლივი მოხმარება დაკავშირებულია სერიოზულ გვერდით ეფექტებთან, მათ შორის - ანემია, ქრომოსომული დაზიანება, კოგნიტიური უნარის გაუარესება, ინტერსტიციალური ნეფრიტი, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, კანკალი, უძილობა.

კომერციულად აკრძალულია მისი წარმოება ეფედრინთან ერთად, რადგან კომბინირებულად მიღებულმა დაბალმა დოზებმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტენზია, ინსულტი და სიკვდილი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - მაგალითად ადამიანი რომელიც იღებს რომელიღაც სტიმულანტს, ენერგიის გასაუმჯობესებელ საშუალებას - მასში შესაძლოა შედიოდეს ეფედრინი და თუ ის ამის გარდა კიდევ იღებს რომელიმე სხვა დანამატს ან ვიტამინებს - მათში შეიძლება ასევე შედიოდეს ქრომი
ამ ორი ნივთიერების კომბინაციამ გამოიწვიოს სიკვდილი", - წერს ზაზა თელია

ასევე დაგაინტერესებთ👇

VIDEO: „რა გავაკეთო იმისთვის, რომ არ ამოვყო თავი სავადმყოფოში!“ - ნუცა შანშიაშვილი კორონავირუსის წინააღმდეგ არსებულ ყველაზე ძლიერ წამალს ასაჯაროებს

„ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით და რაღაცებით მემუქრებიან“ - ზაზა სარალიძე

VIDEO: „ასეთებზე დგას ეს ქვეყანა, მადლობა“ - კადრები, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

„კოვიდმა არც მე ამიარა გვერდი... “ - მიხეილ სააკაშვილის მამა კორონავირუსით დაინფიცირდა

ნახეთ, რა წერია გიორგი ფხაკაძის ანდერძში

„დღეს 80-მა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე საქართველოში... კითხვები იბადება“ - რა განცხადებას აკეთებს გიორგი ფხაკაძე

„მეგონა, ქართველ ხალხს მუხლებზე დაუდგებოდი, ბოდიშს მოიხდიდი და ერთი წუთით მაინც დახრიდი თავს“ - სოსო რობაქიძე სააკაშვილს მიმართავს