პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და საზოგადოებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გარდა ამისა, აღნიშნე, რომ მასთან კონტაქტი არავის ჰქონია.
„მაინც მიპოვა, თუმცა კეთილად მომიახლოვდა. რაც პანდემია დაიწყო ბევრჯერ ვიყავი კონტაქტი, თუმც გვერდს მივლიდა. ამჯერად ყველაზე საყვარელ ადამიანს, ჩემს შვილს შევეზიარე ამ „ომიკრონში” და ცუდად არ იქცევა.
მესამე დღეა რაც დამეწყო სიცხით და მეორე დღიდან სიცხე გაქრა. მხოლოდ თავის ყრუ ტკივილი მქონდა.
დღეს უფრო უკეთ ვარ, მშვიდად ვგრძნობ თავს .
სულ ცოტა ხნის წინ მივიღე პსრ პასუხი და დამიდასტურდა.
მიხარია, რომ არავის არ ჰქონდა ჩემთან კონტაქტი, რადგან მაშინვე იზოლაციაში გადავედი და გავერიდე ყველას, იძულებითი დასვენების დღეები მექნება და რაც მქონდა დასაწერ - წასაკითხი, ყველაფერს მოვასწრებ.
ჯანმრთელობას გისურვებთ და სულიერ სიმშვიდეს”, - წერს ეკა ბესელია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რა ფოტოს აქვეყნებს მარიამ გეგუჩაძე და როგორ გამოიყურება ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილი ქმარი
🔵როგორ „გადაასხა“ მაკა რაზმაძეს რობერტ სტურუამ ცივი წყალი
🔵რამდენი მედმუშაკი დაიღუპა 2022 წლამდე კოვიდით - ამირან გამყრელიძის განმარტება