Digest Logo

„ჩვენი „ვარსკვლავი” ექიმები, რომლებმაც „ომიკრონი“ ჩვეულებრივ გრიპად გამოაცხადეს, ხომ არ გავგზავნოთ ბრიტანეთში დასახმარებლად?“ - გიორგი ფხაკაძე

1644334146
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამსა და ე.წ. „გრძელ კოვიდზე“ სოციალურ ქსელში წერს. ის ასევე საუბრობს ქართველ ექიმებზე, რომლებმაც ახალი შტამი სეზონურ გრიპს შეადარეს.

„ბრიტანეთში დასაქმებულების ერთი მეოთხედი არ გამოცხადდა სამსახურში გრძელი კოვიდის გამო …ეს ისე ინფორმაციისთვის.

კოვიდი ხომ სეზონური გრიპია არა?! და რა დაემართა ამ ხალხს ბრიტანეთში ხომ არ იცით?

ისე ჩვენი „ვარსკვლავი” ექიმები, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ ომიკრონი ჩვეულებრივი გრიპი არისო, ხომ არ გავუგზავნოთ ბრიტანეთში დასახმარებლად?! ჩვენებმა ხომ უფრო მეტი იციან …

კოვიდი არ არის სეზონური გრიპი. კოვიდი საშიში ვირუსია. სამედიცინო პირბადე + დისტანცია+ 3 დოზა „პფაიზერი“ ან „მოდერნა“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵როგორ „გადაასხა“ მაკა რაზმაძეს რობერტ სტურუამ ცივი წყალი

🔵რამდენი მედმუშაკი დაიღუპა 2022 წლამდე კოვიდით - ამირან გამყრელიძის განმარტება

🔵მარნეულში არასრულწლოვანმა 29 წლის კაცი მოკლა

🔵„სტურუას მიწაც ეკუთვნის, ვილაც, ლამბორგინიც და იახტაც. უბედურება ისაა, რომ... “ - რას წერს ანა დოლიძე

🔵„არცერთი შინაური ცხოველის ადგილი არ არის კორპუსის ბინაში და ტიკტოკის ფრონცკვაში“ - თამუნა გიორგაძე