Digest Logo

„დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ - სიკვდილს?" - სალომე გოგიაშვილი მთავრობას მიმართავს

1630318517
სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში მთავრობას მიმართავს. მისი თქმით, ანტივაქსერი ექიმების გამო ჯანდაცვის სფეროში რეფორმის განხორციელებაა საჭირო.

„ვიცი, ყველას გული გვერევა უკვე ამ თემაზე საუბრით, მაგრამ უმეტესი ექიმი აუცრელია!!! ჩემი რჩევა იქნება, მათ მიხედოთ, რომ სხედან სამსახურში და თავიანთ პაციენტებს აშინებენ, ვითომ ჩუმად რომ ეუბნებიან, არ აიცრათო... უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ - სიკვდილს? მოკლედ, მე პირადად, სხვანაირად წავიყვანდი ამ ყველაფერს. დიდი რეფორმაა საჭირო ჯანდაცვაში, 2 კაცით შორს ვერ წახვალთ... ვინმე დაიყენეთ აზრზე მოსული, რომ თქვენც გაგიადვილდეთ და ჩვენც ცხოვრება, საქართველოს მთავრობა", - წერს სალომე გოგიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „ ჩემს ოჯახს ძალიან ცუდი რაღაც დაემართა, არც სურვილი მქონდა და არც განწყობა ამ ჩართვის" - ხათუნა ჟორდანიას ემოციური პირდაპირი ეთერი

🔵„იმ საზარელი 27 აგვისტოდან ვფიქრობ თქვენზე...რომელ ლექსიკონში ვიპოვო ამ ტრაგედიის შესაბამისი სიტყვები, ღმერთო" - ემოციური წერილი გარდაცვლილ დეიდაშვილებზე

🔵ვინ არის 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა