კორონავირუსმა კიდევ ორი ორსული ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილი ინფიცირებულის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
31 წლის ნანა ხელაძე 13 დეკემბერს ბათუმის სამშობიარო სახლში შეიყვანეს, ის 36 კვირის ორსული იყო. 14 დეკემბერს ქუთაისის კლინიკაში, შემდეგ კი ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლების თქმით, ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ახალშობილი გადარჩა. გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა.
გიული ბაჟუნაიშვილი კიდევ ერთი გარდაცვლილი ორსულია. ის 29 დეკემბერს ბათუმიდან თბილისში ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
„შენ ყველაზე გამორჩეული და თბილი ადამიანი იყავი, ვინც კი გამიცნია ამ წლების განმავლობაში. დღეს კი, შემზრავი და ძალიან მძიმე რამ გავიგეთ სრულიად შენმა საახლობლო და სამეგობრო წრემ. უფალმა ცათა სასუფეველი არ მოგაკლოს დალოცე და დალოცვილი დატოვე შენი სამი ანგელოზი.
ხშირად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს, მაგრამ მაინც ძალიან კარგი მოკითხვა და დაფასება გვქონდა ერთმანეთის…
შენნაირი ადამიანები იშვიათია, მშვიდობით ჩემო კარგო ადამიანო...
მეგობრებო, დაიცავით საკუთარი თავები და გაითვალისწინეთ ყველა ის რეგულაცია და წესი რაც კოვიდთან ბრძოლის ველზე უმთავრესია, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი ახალგაზრდებისა თუ საყვარელი ადამიანების დაკარგვა..“, - წერს გარდაცვლილის ახლობელი.
„ჩვენო გიული, ჩვენო გოგო, როგორ უცებ შეიცვალა შენი ფერადი და ლამაზი ცხოვრება. ისეთივე მემახსოვრები, როგორიც იყავი - თბილი, მოსიყვარულე და გულიანი გოგო. ვერასდროს ვერ მოგინელებთ, გიუ. უფალს ებარებოდე“, - წერს ნესტანი ქათამაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„კორონა ჩვეულებრივ გრიპად გამოაცხადა და სტატისტიკის გამოცხადება შეწყვიტა“ - რას წერს ნოე სულაბერიძე
🔵„ბუსტერის გარეშე ორი დოზით ვაქცინირებულებში ეფექტურობამ იკლო“ - მაია ბუწაშვილი
სად ისვენებენ ახლად შერიგებული ეკა ბალანჩივაძე და კოტე მათითაშვილი - ნახეთ, ფოტოები