რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იმ მიზეზებზე პირველად ისაუბრა, რის გამოც მისი გადაცემა „პროფილი“ ეთერში აღარ გადის. ამის შემდეგ მისმა გარეგნობამ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
ჟურნალისტი მაია ასათიანი წერს, რომ სოციალურ ქსელში ფოტოს განთავსების შემდეგ საზოგადოების ნაწილმა უარყოფითი შეფასებები დააფიქსირა.
„დავდე ფოტო, სადაც ჩემი თავი მომწონს. თან ისე, უბრალოდ ვიკითხე, თქვენ რას ფიქრობთ -მეთქი და დაიწყო…
რომ ვარ მახინჯი და გადაკეთებული, რომ ლინზებში ვამპირს ვგავარ, რომ ჯობია ნაოჭები მქონდეს, რომ ძაღლს ბეწვი სცვივა და უნდა გავაგდო (ოღონდ დუდი რა შუაშია აქ). ქალს შვილი, რომ მოუკვდება უნდა დაეტიოს თავის ადგილზე და დაიკიდოს როგორ გამოიყურება…
სუპერ მაგალითი იმისა, რომ უცხო ადამიანს საკუთარ თავზე აზრი არ უნდა ჰკითხო.
მე მომწონს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. არ მიყვარს ჩემი ნაოჭები. მიყვარს, როცა სარკეში ვიხედები და იქიდან ის ქალი მიყურებს, რომელიც მომწონს.
თქვენც იგივეს გისურვებთ. იმუშავეთ საკუთარ თავზე, მიიღეთ თქვენი თავი, გახდით ისეთი, როგორიც გინდათ, რომ იყოთ.
და რაც მთავარია! ჰკითხეთ თქვენს თავს, რატომ იწვევს სხვა, სრულიად უცხო ადამიანის ფოტო (რომელიც შეიძლება გულწრფელად არ მოგწონდეთ და ეს ნორმალურია), ასეთ აგრესიას და გაღიზიანებას თქვენში!
გულწრფელად უპასუხეთ ამ კითხვას და შეცვალეთ, შეცვალეთ, შეცვალეთ დამოკიდებულება სამყაროს მიმართ!“, – წერს მაია ასათიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„გარდაიცვალა... აღარ მყავს“ - ტრაგედია დომენიკ მანგოს ოჯახში
🔵წმიდა სინოდის წევრი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი გარდაიცვალა