მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ძაღლის ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ლაბრადორი დაკარგულია. ის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, რათა დაკარგული ძაღლის პატრონი აპოვნინონ.
„მეგობრებო, ეს ლაბრადორად იდენტიფიცირებული ცუგა ამოყვა ჩემს მეზობელს ზალდასტანიშვილის შესახვევში (უფრო სწორად, მეზობლის გოგო ძაღლს) და აშკარად ეტყობა, რომ დაკარგულია.
ის გაუჩერებლად ქვითინებს და ნანობს, რომ წამიერ ლტოლვას აჰყვა და პატრონი და თავი დაკარგა ამის გამო.
მართალია, კეთილი ხალხი აჭმევს, მაგრამ ის მაინც ტირის ჭამის პარალელურად და სევდიანად ოხრავს.
თვითმხილველები ამბობენ, რომ რამდენჯერმე დარდიანი ამოყეფვაც მოესმათ მისგან: „ეს რა ვქენი, ხალხო... დავიღუპე“ - რაღაც ამის მსგავსი.
გთხოვთ, გაავრცელოთ მისი დაკარგული ყოფის ამსახველი ფოტო - იქნებ შევწვდეთ მის პატრონს“, - წერს ლაშა ბუღაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „რა გინდა? გეხვეწები, დასვენება მინდა“ - რატომ გაუბრაზდა ლელა წურწუმია მამულიჩას
🔵„გარდაიცვალა... აღარ მყავს“ - ტრაგედია დომენიკ მანგოს ოჯახში