გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმის იაგო ფრანგიშვილის განმარტებით, ყოვლად დაუშვებელია უმოძრაო და მოშიმშილე ადამიანის ფრენა, რადგან ის ეს ტრომბოემბოლიას იწვევს.
„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი ვენის მიმართულებით გადააფრინესო.
დაუშვებელია 38 დღე უმოძრაო და მოშიმშილე ადამიანის ფრენა. იმუნური და შედედების სისტემა ცილაზეა აგებული და ეს დესტაბილიზირებულია. ცხიმოვანი დაშლა მიმდინარეობს.
აი ესაა პროცესები, რომლებიც დაახლოებით მეოცე დღიდან იწყება, სულერთია რამდენ კოვზ თაფლს თუ ვიტამინს იღებს ადამიანი. ასეთ სიტუაციაში ფრენა არის ტრომბოემბოლიას ფაქტობრივად ასპროცენტიანი რისკი.
ამ შემთხვევაში ატმოსფერული წნევის სწრაფი და დიდი ცვლილება ასი პროცენტით გამოიწვევს ტრომბოემბოლიას ან ცერებრალური ინფარქტის, ან ფილტვის ემბოლიის ან სხვა სახის ემბოლიური გართულებით.
იმედი მაქვს, რომ ქართველ ექიმებს მაინც, სულერთია ვინ ვის ასიმპათიურებს, ექნებათ ამდენი ადამიანობა და პროფესიონალიზმი.
მინიმუმ ერთკვირიანი ინტენსიური სამედიცინო სამზადისის ჩატარებაა აუცილებელი ასეთი მდგომარეობის ადამიანი რომ ფრენისათვის საჭირო და არასარისკო მდგომარეობამდე მიიყვანო.
წარმოუდგენელია მსგავსი სამზადისის ციხეში ჩატარება", - წერს იაგო ფრანგიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დაიწყო
🔵გლდანის ციხის ტერიტორიაზე ტომოგრაფიის აპარატი მიიტანეს
🔵VIDEO: ნახეთ პალატა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ
🔵„SOS!!! ამას ჰქვია მძევალი მიხეილ სააკაშვილის გატაცება“ - ნიკა გვარამია