Digest Logo

„დავინახე, მაინც ჩაჩოქილიყო აივანზე და ხეხავდა, თან ხმამაღლა ლაპარაკობდა“ - რას იხსენებს გიორგი კეკელიძე

1634619730
კეკელიძე 90-იან წლებს იხსენებს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წარსულის იმ მონაკვეთს იხსენებს, როდესაც გურიიდან დედა ჩამოუვიდა.

„შარშან, როცა მცხეთის ერთ სოფელში გადმოვედი საცხოვრებლად, დედაჩემი ჩამოვიდა. დიდად არ უყვარს გურიის დატოვება, მამაჩემის დატოვება. ასე ამბობს - სასაფლაოს გულისხმობს.

თანაც ვერც ჯანმრთელობით დაიკვეხნის. სრულიად პირიქითაც. სახლს კი დაულაგებელი არ ეთქმოდა, მაგრამ საქმეებიდან რომ დავბრუნდი, დავინახე, მაინც ჩაჩოქილიყო აივანზე და ხეხავდა, თან ხმამაღლა ლაპარაკობდა.

ხეხვა არ გამკვირვებია, სხვანაირად რომ ყოფილიყო, ეგ უფრო გამაოცებდა. ხმას მივუგდე ყური - მამაჩემს ელაპარაკებოდა. სახლზე, ეზოზე, აღუწერდა აი, დღესაც, უკვე საკმაოზე მეტად დასუსტებული იჯდა ყვავილს მიწას უცვლიდა და მამაჩემს ამჯერად საყვედურობდა, სახლის ყვავილები რეიზა არ გიყვარდაო.

და კიდევ ერთხელ მივხვდი - სიტყვა ყველა გზაზე გრძელია. იოლად გასწვდება ათას კილომეტრს. მცხეთიდან კვირიკეთის სასაფლაომდე ადვილად უწევს, უფრო შორსაც. სიტყვას გააჩნია უბრალოდ - მთქმელს და სათქმელს“, - წერს გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მომესმა გოგილოს ხმა, უბნის მკვდართა გამპატიოსნებელი კაცის... ხვალეა ტირილი - თქვა დედაჩემმა“ - გიორგი კეკელიძე წარსულის მძიმე ეპიზოდს იხსენებს

🔵„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა“ - გიორგი კეკელიძე ბათუმის შემთხვევაზე

🔵„ეს ადამიანები მთელი ღამე იმუშავებენ და მხარდაჭერა დასჭირდებათ“ - მაშველებისთვის საკვები პროდუქტების შესაძენად მოქალაქეები თანხას აგროვებენ