სოციალურ ქსელში ციალა ქათამაძე სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას ბათუმში მყოფი მეხანძრეების დახმარებისკენ მოუწოდებს.
„სახელდახელოდ, მეგობრების შემოწირულებებიდან მეხანძრე მეშველება ნაწილს უკვე გადავეცით საჭმელი, ტკბილეული, წყალი, სიგარეტი, ხილი.
ეს ადამიანები მთელი ღამე იმუშავებენ და მხარდაჭერა დასჭირდებათ.
ვისაც გაქვთ სურვილი შემოგვიერთდნენ, ვდებ ჩემი და მეგობრების ანგარიშების ნომრებს
ციალა ქათამიძე საქართველოს ბანკი - #GE38BG0000000162685131
მალხაზ ჭკადუა - #GE65TB7274345061600001
მადლობა უსწრაფესი მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის“- წერს ციალა ქათამაძე.
ინფორმაციისთვის, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.
ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.
მოგვიანებით, დანგრეული შენობის გვერდითა ნაწილიდან მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გამოიყვანეს.
უშუალოდ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ადამიანი, ერთი ქალი და ერთი კაცი ამოიყვანეს.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კორპუსების დანგრევა რუსული სივრცის პოლიტტექნოლოგიაა“ - ჟურნალისტი
🔵„ცოცხლად დამაჭერინა თქვენი თავი და შემაგდებინა საქათმეში“ - რას წერს ბესო ჩუბინიძე
🔵ვინ არის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი
🔵„გულის გაჩერებით შემოიყვანეს“ – ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა
🔵VIDEO: „შოკურ მდგომარეობაში იყო...“ - ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს
🔵„დედას 20 დღის ჩვილი ხელში ეჭირა, წლის და 3 თვის ბავშვი კი მანქანაში იყო“ - რას ჰყვება თვითმხილველი