Digest Logo

„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა“ - გიორგი კეკელიძე ბათუმის შემთხვევაზე

1633760166
გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე წერს. ამბობს, რომ არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან ბავშვის ამოყვანის სცენა და განწირული მამის ხმა.

„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა. თითქოს სხვა სამყარო, რომელიც ირგვლივაა, საკუთარი წარსულით და მომავლით, უქმდება და უფასურდება.

და განწირული მამის ხმა: სად ხართ შვილებო?! ღმერთო დამეხმარე!
თვითონაც ნანგრევებად ქცეულები, ვუყურებთ ეკრანს, რომელიც თავგანწირული მაშველების ფონზე, გარდაცვლილების რიცხვის ზრდას გვაცნობს. ვუყურებთ და ვერაფერს ვფიქრობთ.

ახლა სხვა ყველაფერი ყალბი მგონია, გარდა ამ გაყინული, უფიქრო შეძრწუნებისა. ის სიტყვებიც ყალბია, რომ თითქოს წუთისოფლის წამიერება შევიგრძენით და უფრო დავაფასებთ ერთმანეთს და ცოცხლად ნაკლებად დავღრღნით.

ყველაფერი ყალბია, გარდა იმ ორ ,,ჯანმრთელ" სახლს შორის სიკვდილის ღია პირივით დაფჩენილი ნასახლარი ნაპრალისა. ეს ნანგრევების დღე და ღამეა და ასეც დარჩება ჩვენს ბედკრულ ისტორიაში", - წერს გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მეხუთე ცხედარი იპოვეს

🔵ბათუმში ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

🔵მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

🔵ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

🔵„ეს ადამიანები მთელი ღამე იმუშავებენ და მხარდაჭერა დასჭირდებათ“ - მაშველებისთვის საკვები პროდუქტების შესაძენად მოქალაქეები თანხას აგროვებენ

🔵„სავარაუდოდ, ერთი ცხედარია ნაპოვნი“ - გომელაური ბათუმის შემთხვევაზე