სოციალური ქსელის მომხმარებელი ბონდო ქურდაძე ფეისბუკზე წერს, რომ თამაზ მეჭიაურის გარდაცვალება დედამისმა ჯერ არ იცის. მისი თქმით, გარდაცვლილს ქაშუეთიდან - თიანეთში მალე გადაასვენებენ. როგორც ბონდო ქურდაძე წერს, თამაზ მეჭიაურს ცოტა ხნის წინ ძმაც გარდაეცვალა.
„ამ წუთებში, ქაშუეთიდან თიანეთში გადაასვენებენ ჩვენს ძმას, ცრემლით მაგებინებს გელა ჩივაძე...
ყელში ბურთი მეჩხირება...
- დედამ იცის...?
- ჯერ, არა...
როგორ გინდა უთხრა... უმცროსი ბიჭი, თამაზის ძმა, გიორგი, ახლახან მიაბარეს მიწას...“, - წერს ბონდო ქურდაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇