Digest Logo

„ძალიან ბევრი სექტანტი აღმოჩნდა ჩვენს ქვეყანაში - ვინც არ უნდა იყოს, პრეზიდენტის ჩათვლით, ყველა უნდა დაისაჯოს“ - აჩიკო ნიჟარაძე

1633601055
მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე, სოციალურ ქსელში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება. ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩამდენმა ნებისმიერმა პირმა კანონის წინაშე პასუხი სრული სიმკაცრით უნდა აგოს, მათ შორის ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმაც.

„ქართველი ხალხი საკმაოდ გონიერია და დარწმუნებული ვარ ყველას ყველაფერი კარგად გვახსოვს ვინ როდის, რა გააკეთა კარგიც და ცუდიც ჩვენი ქვეყნისთვის. კარგის არ აღიარება და ცუდის არ დანახვა მხოლოდ სექტანტებს ახასიათებთ, სამწუხაროდ ძალიან ბევრი აღმოჩნდა ასეთი ჩვენს ქვეყანაში.

მე პირადად ასე მგონია რომ ყველა ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტის ჩათვლით, დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს, რომ აღარავის აღარასოდეს აღარ გაუჩნდეს იმის ილუზია, რომ დანაშაულს ჩაიდენს და ეპატიება!
სამართლიანობა მე ასე მესმის !“ - წერს აჩიკო ნიჟარაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დაე, ვიცინოთ და ვაბულინგოთ, ვისზეც ხელი მიგვიწვდება“ - რამ გააღიზიანა სოფო ბათილაშვილი

🔵„ისევ ჩაკეტავენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და გამოგვკეტავენ სრულად“ - ნინო ჯანგირაშვილი

🔵კრიმინალური ავტორიტეტი და ჟურნალისტი - ვინ არიან ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ყოფილები