პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს იტალიის კუნძულ სარდინიაზე გადაღებულ ფოტოს, სადაც ჩანს, თუ როგორ ზრუნავს ადგილობრივი მოსახლეობა შეჭირვებულ ხალხზე. მისი სურვილია, რომ ეს ტრადიცია საქართველოშიც დაინერგოს.
„იტალია - სარდენია .
„miracolo di natale“ - „ შობის სასწაული“, ასე ჰქვია ტრადიციას... ეს არის ერთ-ერთი ქუჩა, სადაც ქუჩის ბოლომდე, სურსათით სავსე ცელოფნები დევს მათთვის, ვისაც უჭირს, საშობაო სანოვაგე არ აქვს, რომ შობის ღამე გაითენოს...
ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, მივიდეს, აიღოს და მცირე სუფრით შეეგებოს უფლის შობას!
სასწაულები ხდება - შობის ღამეს თქვენ შეგიძლიათ დღე სასწაული აჩუქოთ სასოწარკვეთილ ადამიანებს!
ძალიან მინდა, რომ აქაც დაწესდეს ეს ტრადიცია შობის დღესასწაულზე! იქნებ ჩვენც შევძლოთ“, - წერს ნატო დუმბაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
ხელნაკეთი, ბუნებრივი თუ ქარხნული ნაძვის ხეები – როგორ მოირთო საქართველოს ქალაქები საახალწლოდ