Digest Logo

„ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი" - რას ჰყვება მარინა ზედელაშვილი

1626888836
რატიანი და მარინა

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარინა ზედელაშვილი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანსა და მის თანამშრომლებს მადლობას უხდის და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი (ცოტა დამაგვიანდა კიდევაც, სანამ გონს მოვიდოდი). მე მინდა გაგაცნოთ სულ სხვა საქართველო, რომელიც საავადმყოფოს კედლებიდან დავინახე, აბსოლუტურად სხვა, რაც ხდება გარეთ: მავედრებელი ხელები და თვალები, ბრძოლა სიცოცხლისათვის, თითოეული ხაზისთვის, ერთმანეთის თანადგომა და ნუგეში, მიწვდილი ერთი ყლუპი წყალი და ერთი ლუკმა პური, სულაც ერთი ტაბლეტი, ხელჩართული ომი, რომელსაც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესიონალთა გუნდი წარმართავს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ადამიანურობისა და თავგანწირვისათვის. ასეთი კოლექტივის ჩამოყალიბება ხელმძღვანელის – ლევან რატიანის დამსახურებაა, მადლობა თქვენ, ლევან! იცნობდეთ: ლევან რატიანი; ნატალია ლევიძე, ნინო ხუნაშვილი, ელენე პაჭკორია, მასთან ერთად მეორე ეპიდემიოლოგი, (გვარი და სახელი არ ვიცი), თამილა გზირიშვილი, კარენ გრიგორიანი, ლეილა გიორგაძე, ხათუნა ლეჟავა, კოკა, ირაკლი (გვარები არ ვიცი), გიორგი ( მიმღებში), ხათო აფციაური, ნონა ჩიხლაძე, როზეტა ხურცილავა, მაია ( ექთანი, გვარი არ ვიცი), მაია ხმალაძე (ნუკრიანიდან), გულო (კასპიდან) და კიდევ მრავალი. მადლობა ჩემი ოჯახის მეგობარს და მკურნალ ექიმს – ი​რინა ელაშვილს თანადგომისა და პროფესიონალიზმისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ“, – წერს მარინა ზედელაშვილი.

❗ასევე დაგაინტერესებთ:

ჩემი, როგორც ექიმის აზრით, სექსი ძალიან სასარგებლო და საჭიროა - რატიანი

„ფიქსირდება 38-ზე მეტი ტემპერატურა, ცხელება იწვევს გაუწყლოებას... უნდა მიმართოთ ექიმს“ - რატიანი „დელტა“ შტამის სიმპტომებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე

რას ამბობს ლევან რატიანი „დელტა“ შტამის სიმპტომებზე და მოსალოდნელ საფრთხეზე