ჟურნალისტი გიორგი ხუხია სოციალურ ქსელში მომღერლის ეკა კვალიაშვილის ჯანმრთელობის შესახებ წერს.
მისი თქმით, მომღერალს სავარაუდოდ, კორონავირუსი აქვს, თუმცა ამის არ სჯერა და გამოსავალი ნიორისა ხახვის დაჭრაში იპოვა.
„დღეს მინდოდა რეპორტაჟისთვის ჩამეწერა ეკა კვალიაშვილი.
ძლივს ლაპარაკობდა, ისე ცუდად იყო. მაღალი სიცხე მაქვსო. შევწუხდი და შევთავაზე, იქნებ ტესტი გაგეკეთებინა -მეთქი, „კორონა არა შმორონაო“ და დამცინა.
ხახვი და ნიორი დავჭერიო და ოთახებში მაქვს დალაგებულიო, ჰაერში ვირუსებს კლავს და ეგაა გრიპის წამალიო.
იმედია, მსუბუქად გადაიტანს“, - წერს გიორგი კუხია.
ცნობისთვის,„რუსთავი2“-ის ეთერში გუშინ გადაცემა „ღამის პრაიმტაიმი“ დაიწყო, რომლის ერთ-ერთი სტუმარი ეკა კვალიაშვილიც იყო.
მომღერალმა საჯაროდ განაცხადა, რომ პანდემია ტყუილია და არ აპირებს აცრას.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ამ ყველაფერს სიკვდილი მირჩევნია...“ - ვინ გარდაეცვალა პეტრე კოლხს
🔵„ჩვენს ქვეყანაში პანდემია გაგრძელდება იმაზე უფრო მეტ ხანს, ვიდრე სხვა ქვეყნებში“ - მაია კაშია