ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანი ჯაბაური ცოტნეს ძმისშვილთან, დემეტრე გამსახურდიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ის საქართველოში ორი მიზეზით ჩამოვიდა, კონცერტის ჩასატარებლად და მონატრებული ბიძის მოსანახულებლად.
„ხელოვნება არის თავისუფლების სივრცე. სადაც წყდება ხელოვნება, იქ მთავრდება თავისუფლებაც - ამბობს და პანდემიის პირობებში, საკუთარი ხალხის თავისუფლების ხარისხის გაზრდაში საკუთარი წვლილის შესატანად შვეიცარიიდან ჩამოდის კონცერტის ჩასატარებლად. კონცერტი ძალიან წარმატებულია - კიდევ ერთხელ ატყვევებს დარბაზს საკუთარი კომპოზიციების საოცარი შესრულებით.
თუმცა… ერთი მთავარი მიზეზი კიდევ აქვს მის საქართველოში დაბრუნებას, რომელსაც საჯაროდ არ ახმოვანებს (ასეა - იმის შესახებ მეტად გიჭირს ლაპარაკი, რაც ძალიან გტკივა) - მონატრებულ ბიძასთან უნდა ყოფნა.
თბილი, ზრდილი, ღრმა სულიერებისა და შინაგანი კულტურის, უნიჭიერესი, მზრუნველი და ყურადღებიანი - ასეთია ჩვენი Demetre Gamsachurdia , ევროპელი ქართველი, საუკეთესო გაგებით.
ბრავო, Konstantine Gamsakhurdia , ასეთი შვილების გაზრდისთვის. ძნელი სათქმელია, რომელი რომელს სჯობს", - წერს ანი ჯაბაური.
ასევე დაგაინტერესებთ👇
გიორგი ძოწენიძე მამა გახდა - ნახეთ, ფოტოები
„ეგეთ ადამიანებს, უბრალოდ, ვერ აუხსნი" - ნახეთ, ვისზე წერს ირმა სოხაძე
„სიკვდილიანობა დღითი დღე მოიმატებს - ფაქტობრივად სისტემის კოლაფსი იწყება“