Digest Logo

„სიკვდილიანობა დღითი დღე მოიმატებს - ფაქტობრივად სისტემის კოლაფსი იწყება“ - თამარ ჟამურაშვილი

1628144855
თამარ ჟამურაშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მკაცრი კონტროლია გასატარებელი. მისი აზრით, თუ დროული ზომები არ გატარდა, მალე ქვეყანა ლოკდაუნის აუცილებლობის წინაშე დადგება.

„38 გარდაცვლილი გუშინ! იმატებს არა მარტო ინფიცირებულთა რიცხვი არამედ სიკვდილიანობაც და დღითი დღე უფრო მოიმატებს.

ფაქტობრივად სისტემის კოლაფსი იწყება. სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებელია რეგულაციების გამკაცრება და კონტროლის დაწესება.

ვაქცინაციის დაჩქარება ესენციური და უმნიშვნელოვანესია, ამაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად დამთავრდება მე-4 ტალღა და როგორი ზამთარი გვექნება, მაგრამ მე-4 ტალღისგან ვეღარ დაგვიცავს.

უმნიშვნელოვანესია ადეკვატური რეგულაციები, სანამ მართლა ლოკდაუნის აუცილებლობის წინაშე დავდექით.
ლოდინის დრო აღარ არის! თითო დაგვიანებული საათი ერთი დაკარგული სიცოცხლეა!“ - წერს ჟამურაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„წერტილოვან შეზღუდვები უნდა შემოვიღოთ ზღვისპირეთში“ - ალექსანდრე გოგინავა

„ქალს აქვს სიგარეტით მიყენებული დამწვრობა, არის ნაცემი და არ გადაჰყავთ ექსპერტიზაზე, რადგან კოვიდიანია...“ - რას წერს პატარაია

„ეგეთ ადამიანებს, უბრალოდ, ვერ აუხსნი" - ნახეთ, ვისზე წერს ირმა სოხაძე