Digest Logo

„ეგ არაფერი, შეცდა კაცი, ვინ იცის როგორ უჭირდა და ხელი წაუცდა, ამის გამო ხომ არ უნდა მოვკვეთოთ“ - ბესო ჩუბინიძე წიკლაურის ქანდაკებაზე

1641449815
ბესო ჩუბინიძე

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაურკვეველმა პირებმა წიკლაურის ქანდაკება მიზანმიმართულად დააზიანეს.  არსებობს მოსაზრება, რომ ბიუსტი ბრინჯაოს ნაკეთობა ეგონათ და მისი მოპარვა სურდათ. ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე აღნიშნულ ფაქტს ფეისბუკზე გამოეხმაურა.

„ძალიან ბევრმა ადამიანმა დამირეკა დღეს, მომწერა, მკითხა, გულისტკივილი გამოთქვა... ძალიან ბევრმა....
მაინც ვერ მოვითმინე და მაინც გადავწყვიტე ორიოდ სიტყვით დამეწერა ამ ფაქტის შესახებ.

თემოს საფლავზე მდგარი მონუმენტი დააზიანა ვიღაცამ... არწივის ხელიდან დედამიწა მოაგლიჯა, ბრინჯაო ეგონათ და იმიტომო - ამბობენ, ნახა, რომ არ იყო და იქვე მიაგდო და გაიქცაო. მოკლედ ათასი ვერსია.... ზუსტად არ ვიცი, რადგან პირადად არ მინახავს და არ ავსულვარ დღეს თემოს საფლავზე ჯერ...

წყევლიან, მიწაში დებენ, მოძებნას და დაჭერას მოითხოვენ, მიწასთან ასწორებენ ამის გამკეთებელს...

მე იცით რატომ ვერ გაგეცით ვერცერთს პასუხი ხალხო? და იცით რატომ ვერაფერს ვამბობ იმ საცოდავზე, ვინც ეს შეუგნებლად (მჯერა) გააკეთა?

იმიტომ, რომ თავად თემო იტყოდა - ეგ არაფერი, შეცდა კაცი, ვინ იცის როგორ უჭირდა და ხელი წაუცდა, ამის გამო ხომ არ უნდა მოვკვეთოთ, მოდი ჩვენ დავეხმაროთო.

დედას ვფიცავ 100% მჯერა, რომ ამას იტყოდა თემო, მჯერა კი არა - ზუსტად ვიცი! იმიტომ, რომ ბევრჯერ უთქვამს მას მსგავსი რამ, შეცდომილ ადამიანზე.

ჰოდა, არ ვიცი ვინ ხარ, არ ვიცი რატომ წაგიცდა ხელი, არ ვიცი რა გაჭირვება გქონდა ასეთი, კოჯორში, თემოს საფლავზე რომ ეს ვანდალიზმი ჩაგედინა, მაგრამ თუ ამ წერილს კითხულობ - გამომეხმაურე და თუ მართლა იმის გამო გააკეთე ეგ, რომ გიჭირდა და მართლა ძვირფასი ლითონი გეგონა... მოდი, მომძებნე, დამირეკე, არაა ჩემი პოვნა რთული და მე და თემო ერთად დაგეხმარებით...

ვისაც გინდათ გაავრცელეთ ეს პოსტი (იქნებ როგორმე მივიდეს ეს სიტყვა იმ ადამიანამდე)“, - წერს ბესო ჩუბინიძე.


ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ომიკრონის“ ტალღა მოგვიახლოვდა, შემთხვევების ზრდა გარდაუვალია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„არ გაბედოს და ვიღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს საპატრიარქოში, ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო“ - მამა პეტრე

🔵„ქალი, რომელიც ყველას უყვარდა “ - ნელი გობეჯიშვილი გარდაიცვალა

🔵„იძინეთ, იძინეთ... საცივიც ახლიდან გააკეთეთ და გოზინაყიც“ - ინგა გრიგოლია ოპოზიციას მიმართავს

🔵რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა