სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან გადმოპარული ოჯახის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ბავშვის მკურნალობას ემიგრანტი ოჯახი დააფინანსებს.
„აბა კვირის კარგი ამბები ხომ არ გესიამოვნებოდათ?
დავაბინავეთ ახალგორიდან გადმოპარული ოჯახი!
6 თვე ბინის ქირას გადაუხდის ამერიკაში წასული ემიგრანტების სამეგობრო.
კიდევ ერთმა ემიგრანტმა ოჯახმა ბავშვის მკურნალობა დააფინანსა!
კიდევ ერთმა კომპანიამ ბავშვის მამას სამსახური დააწყებინა.
ჩემო კარგო ქვეყანავ“, - წერს გიგა მაქარაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵წმიდა სინოდის წევრი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი გარდაიცვალა