Digest Logo

„ერთ ქულას სულ ვაკლებდი, რომ არ ეთქვათ თავის შვილს უწერსო... მეთერთმეტეში დაიწყო, მეტერთმეტიშივე დამთავრდა"

1628835825
ლანა ფარნავა

ალბათ, გახსოვთ, სკოლის ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის, სოფი ნიკოლეიშვილის დედის, ლანა ნიკოლეიშვილის პოსტი სოციალური ქსელიდან. სადაც ის წერდა, რომ მზადაა დაეხმაროს სტუდენტ გოგოს, რომელმაც უმაღლეს სასწავლებელში წელს ჩააბარა და საცხოვრებელი ბინისა და თავის რჩენის საშუალება არ აქვს.  ახლა კი ლანა ნიკოლეიშვილი თავის გარდაცვლილ შვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ჩემი ციმციმა სკვინჩა. არ გირჩევო დორექტორმა, შენი მოსწავლე იყოსო. სხვასთან მიიყვანეო.მე არ დავიჯერე. ჩემთან მინდა - მეთქი. მართლა იმდენს ვდებდი სხვის შვილებში, მერე უნდა მენერვიულა, ეს ასე რატომ არ აგიხსნეს, ის ისე რატომ გასწავლეს...ჰო და მთელი 4 წელი ჩემი მოსწავლე იყო და გავაწამე ბავშვი. ნიშანს ვერ ვუწერდი. ერთ ქულას სულ ვაკლებდი, თავის შვილს უწერსო, რომ არ ეთქვათ. არასოდეს, არასოდეს იცოდა რას ვწერდით საკონტროლოში. არც ქართულში, არც მათემატიკაში. რატომ? ჯერ ერთი არ ვეტყოდი ჩემი სამართლიანი ხასიათის გამო და მეორე- მეც არ ვიცოდი ბოლო წუთამდე. იქვე გადავწყვეტდი რა უნდა ეწერათ ბავშვებს.
როცა მეხუთე კლასში გადავიდა, მითხრა - ძლივს არ ვეღირსე ათიანსო... რაც წლები მოემატა, ნიშნებსაც მოუკლო. თავიდან მიმალავდა, თუმცა სკოლაში იქვე მყავდა. მასწავლებლებს ეხვეწებოდა, დედას არ უთხრათ და ხვალ ჩაგაბარებთო. ბოლოს დავყარე ფარ-ხმალი და ვეუბნებოდი, კარგი რვიანი მიიღე და შენი ცოდნით. არ გინდა გადაწერილი და ნაკარნახევი- მეთქი. სულ ბოლოს მოინდომა. არც მჯეროდა ისე კარგად სწავლობდა ინგლისურს, ქართულს და ჰუმანიტარულებს. მაინც მომზადებას ვაპირებდით. მეთერთმეტეში დაიწყო....მეტერთმეტიშივე დამთავრდა",- წერს ლანა ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„საშინელი ტრაგედია, ვიზიარებ!ეს რა უბედურება ხდება!“- ანრი ჯოხაძეს 33 წლის მეგობარი გარდაეცვალა

აცრილი და აუცრელი მოსახლეობის საყურადღებოდ! - გიორგი ღოღობერიძის მიმართვა

„რატომ უნდა მინდოდეს პოლიტიკაში? არც გახარიასგან მქონია შემოთავაზება“ - აჩი არველაძე