
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ნინოწმინდის პანსიონატში მომხდარ შემთხვევაზე წერს. ამბობს, რომ ერთ-ერთ ბენეფიციარს საკვების გარეშე ტოვებდნენ და მას მძიმე პირობებში უხდებოდა ცხოვრება, რის გამოც მან ფანჯრიდან გადახტომა სცადა.
„ნინოწმინდის აღმზრდელებს ხომ ვეხმარებით საფარში, ადრე მოგიყევით ამბები, ფულიც კი შევაგროვეთ მათი სწავლის და სხვა ხარჯების გასასტუმრებლად. ახლაც ერთ ბენეფიციარ გოგოზე მოგიყვებით, პირობითად დავარქვათ თეკლა, (ნამდვილ სახელს საჯაროდ ვერ დავწერ ამ შემთხვევაში). თეკლამ სხვა ბავშვების მსგავსად მძიმე პირობებში იცხოვრა პანსიონატში, საკვების გარეშე ტოვებდნენ დასჯის მიზნით, კეტავდნენ ოთახში, რადგან გაქცევას ცდილობდა. ერთხელ ფანჯრიდანაც კი გადახტა და ფეხი იტკინა. ის პანსიონატში გააუპატიურეს, თუმცა არავინ დასჯილა.
დღეს თეკლა სრულწლოვანია და სახელმწიფომ ხელი დაიბანა მასზე. აქვს მძიმე პრობლემები, მათ შორის ჯანმრთელობის. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, თორემ ბინის ქირის ფულს მოვუგროვებდით. თეკლას სჭირდება თავშესაფარში ცხოვრება, რათა გაიაროს სრული რეაბილიტაციის კურსი. ორი კვირის წინ მივმართეთ ოჯახში ძალადობის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს, რადგან უსტატუსოდ თავშესაფრები არ იღებენ ქალებს. გადავუგზავნოთ ინფორმაცია, რაც მოვაგროვეთ, მათ შორის, შსს-გან მიღებული ინფორმაცია, რომ გამოძიება მიმდინარეობს გაუპატიურების, გაუპატიურების მცდელობის, ქორწინების იძულების, ჯანმრთელობის დაზიანების და მუქარის მუხლებით. ფაქტია, რომ ეს შემთხვევა და ამ ადამიანის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
მიუხედავად ამისა, თეკლას დღემდე არ აქვს არანაირი სტატუსი, შესაბამისად, ის ვერ გადაგვყავს სახელმწიფო თავშესაფარში. ხვალ უკვე ვადა ეწურება არასამთავრობო ორგანიზაციის თავშესაფარშიც, სადაც გარკვეულ ვადაზე მეტ ხანს ვერავის დაიტოვებენ რეგულაციების გამო.ამ სტატუსს ვწერ ჯანდაცვის სამინისტროს და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის“ ყურადღების მისაქცევად. დააჩქარეთ სტატუსის მინიჭება, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ადამიანს ქუჩაში ვერ დავტოვებთ და სამწუხაროდ, მას ამ ეტაპზე დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია.
პ.ს. აქვე ვწერ იმ ანგარიშის ნომერს, სადაც ვაგროვებთ ხოლმე თანხებს ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარების დასახმარებლად. აიპ „საფარის“ ანგარიშის ნომერი თიბისი ბანკში: GE22TB7800636080100020.
დანიშნულება: პანსიონატების ბენეფიციარებისათვის“, – წერს პატარაია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მძიმე ეპიდვითარებაა, შედეგები 2 კვირაში დადგება“ - ლევან გოფოძე აქციებზე
🔵„მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება“ - სოფო ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს