კორონავირუსით გარდაცვლილი ბიჭი 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანია.
როგორც ირკვევა ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი იყო და ბოლოს გუნდი „ვიტ ჯორჯია 2“ – ში თამაშობდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრაგედიას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ჟურნალისტები.
როგორც მედიის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში წერენ, ის გიორგი შაქარაშვილის პროცესზე გაიცნეს. ვახო და „შაქარა” მეგობრები იყვნენ.
„დილაობით ახალი სტატისტიკა ადამიანებისთვის უბრალოდ ციფრებია, ვიღაცებისთვის კი ტრაგედია, ტრაგედია რომელიც ასრულებს არა მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლეს, არამედ მთელი ოჯახის ერთის გარდაცვალებით.
ეს ვახოა, 20 წლის ფეხბურთელი რომელიც კოვიდით გარდაიცვალა. იცით რა ლამაზი იყო? დახატული, ულამაზესი, არ შეიძლებადა არ შეგეხედა და არ გეფიქრა რა ბავშვი არისო. ვახოს მამა ადვოკატია, ვახოსაც იგივე გეგმები ჰქონდა. დადიოდა ხოლმე პროცესებზე, პრაქტიკას იქ გადიოდა. ისეთი მშვიდი და დინჯი იყო.
ეს პატარა ბიჭი შაქარას მეგობარია, ერთადაც თამაშობნენ, ღმერთო რა პატარაა, ახლა ისე ვბრაზედბი, ცხოვრებას ახლა რომ იწყებს რატომ მიგყავს?
მართლა მძულს კოვიდი, ეს ეს სტატისტიკების უკან არსებული ყველა ისტორია. ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გაუძლოს მისმა ოჯახმა ამას.
ვიზიარებ ვახოს ოჯახის მწუხარებას, არ ვიცი სიტყვები რომლითაც შეიძლება ახლა ანუგეშო ადამინი
ნახვამდის ვახო, ძალიან ვწუხვარ“, - წერს სალომე ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა ფეხბურთელი საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 12 დღის წინ შეიყვანეს. როგორც ირკვევა, სპორტსმენს ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵იცავს თუ არა ოჯახის ერთი წევრის ვაქცინაცია დანარჩენებს ინფიცირებისგან? - ახალი კვლევა