Digest Logo

„ეს რა შეიტყო ჩემმა საოხრემ, ეს რა იხილა ჩემმა თვალებმაო“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

1643353049
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში „ლიტერას“ ჟიურის წევრის, იოსებ ჭუმბურიძის მიერ დაწერილ პოსტს ეხმაურება, სადაც იგი ქართველ საუკეთესო ქალ მწერალს კულტურას უწუნებს. 

ნათია ფანჯიკიძის შეფასებასა და საჯარო განხილვას აღნიშნულთან დაკავშირებით „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ასეთი ამბავია ახლა: კულტურის მინისტრის ფავორიტს უთქვამს, მწერალი ქალი, თანაც ქალი, ხაზს ვუსვამ, ქალი, ქალი, ქალი წიგნის, რომელიც საკრალური 13 ლარი ღირდა, ერთ გვერდზე სამჯერ ახსენებს ქალის სარცხვინელს, სარცხვინელს, სარცხვინელს..

დავმალე წიგნი, ოჯახმა არ წაიკითხოს მე კი სხვა რა გზა მაქვს, ვალდებული ვარ წავიკითხო, ეს რა შეიტყო ჩემმა საოხრემ, ეს რა იხილა ჩემმა თვალებმაო.

ისე შევწუხდი, რომ წარმოვიდგინე რა მძიმეა ვალდებულება ხანდახან, როგორ უნდა აჯობო საკუთარ თავს, რომ გაუმკლავდე ამდენ უხერხულობას დავეთანხმე, რა თქმა უნდა.

რატომ სარცხვინელი, ანდაც „ნუთელა“, როცა შეგიძლია დაწერო, მაგალითად, ფუჩვარდი, ან კიდევ რამე ვარდკაჭკაჭისებრთა, ან სულაც ჟასმინისებრთა.

ნამდვილად დროა უკვე განვადიდოთ ჩვენი ყვავილები, რომ არ შერცხვეს ვინმეს მათი უპირობო თაყვანისცემა.

ინსტრუქცია: ვხუმრობ.

ინსტრუქცია 2: სიტყვა ფუჩვარდი საბას ლექსიკონში არ მოიძიება, განსხვავებით „ნუთელასაგან“. შევთხზე ჰომო-ესთეტიკუსთა სპეციალური კონტინგენტისთვის.

ია-ვარდიანი დილა მშვიდობისა საქართველოვ“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მარტივი სიტუაცია არ არის, აუცილებელია 50 წელს ზემოთ მოსახლეობის ბუსტერიზაცია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„სამწუხაროდ, კოვიდის გამო გარდაიცვალა... ეს ექიმობა არ არის, მავნებლობაა“ - რას წერს ზაზა თელია

🔵რამდენჯერ უნდა აიცრას ადამიანი ბუსტერ დოზით? - კულუმბეგოვის განმარტება