Digest Logo

„გადაჭედილ ავტობუსში წამოხტა ფეხმძიმე გოგო და თქვა: სიმართლე თქვას ვინ აკუებს მთელი გზა?“ - გიგა მაქარაშვილი

1639722233
აქტივისტი გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ბარბარობის დღესასწაულზე ლობიანების დაცხობის ტრადიციას ეხება.

„გადაჭედილი ავტობუსით ვმგზავრობ, სადღაც ბელიაშვილის ქუჩაზე ვართ და თვალების წვა ვიგრძენი... თითქოს არც კვამლი იდგა და არც არაფერი მომხვედრია, მაგრამ მაგრად კი ამეწვა ორთავ თვალი... ზედმიწევნით გაციებული ვარ და ყნოსვა დროებით გამორთული მაქვს, შესაბამისად ჰაერს საეჭვო ვერაფერი შევამჩნიე ... ერთი კი ვიფიქრე, მეჩვენება მეთქი, მაგრამ ცრემლდენა რომ დამეწყო მერეღა დავაკვირდი გარშემომყოფთ...ყველას ხელი ჰქონდა აფარებული ცხვირზე...

თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, როცა ერთი ახალგაზრდა (ფეხმძიმე) გოგო წამოხტა შლეგივით და მთელ ხმაზე დაიკივლა გააჩერეთ ავტობუსიო...

გაირინდა ავტობუსი... დაბნეულმა მძღოლმა მარჯვენა ციმციმა ჩართო და გოგონას მოერედ დაკივლება არ აცალა, გავჩერდით...

ხმას არავინ იღებდა, რაღაც საშინელის მოლოდინში გული გვეწურებოდა...
თვალებიდან ცრემლდენა შეწყდა...

კიდევ რამდენიმე წამი რომ გაგრძელებულიყო ეს სიჩუმე, ალბათ ბევრის ფსიქიკა სამუდამოდ შეირყეოდა, მაგრამ აქ ფეხმძიმე გოგონამ სათქმელის დასრულება გადაწყვიტა...

ძალიან მშვიდი ხმით (თუმცა თვალები ამღვრეული ჰქონდა) ავტობუსის შუაში დადგა და იკითხა:
სიმართლე თქვას ვინ აკუებს მთელი გზა? გაირინდა ავტობუსი.

მე გავაკუე შვილო - ჭაღარა, ოდნავ მელოტმა კაცმა აწია ხელი ( აი, სკოლაში რომ მოსწავლეები წევენ ხოლმე ხელს მაღლა ზუსტად ისე).

მე გავაკუე, ბარბარობას გილოცავთ სუყველასო, თქვა მომღიმარი სახით.

ალბათ სულ 4-5 წამი იყო დამპალი სიჩუმე და მერე ატყდა ხორხოცი.

დიდი, პატარა, ქალი, კაცი, ბავშვი, მძღოლი, კონტროლიორი, იმის კონტროლიორი, ის ფეხმძიმე გოგო...კინაღამ ამოვწყდით..

მერე ვიღაცამ თქვა ცოტა გავანიავოთო და ავტობუსის დაცლა გადავწყვიტეთ... რატომღაც ბოლო ის გამკუებელი კაცი ჩამოდიოდა და კიბეებთან ერთი მაგარი კიდევ გააკუა... კიდევ ერთხელ გილოცავთო და მთელი ეს მყრალი სუნი, რომლისგანაც თვალები მეწვოდა ისევ ავტობუსში დატოვა...

50-მდე ადამიანი შუა გზაზე ვდგავართ ყველაკარღია ავტობუსთან და ვერცერთი ვბედავთ შიგნით შესვლას
ბარბარობას გილოცავთ რა კარგი დრო იყო, კუილზე რომ ვპოსტავდი“, - წერს გიგა მაქარაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵2022 ცვლილებების წელია - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🔵როგორი იქნება 2022 წელი ვერძებისთვის?

🔵ვის გაუმართლებს სიყვარულში 2022 წელს?

🔵რა უნდა მოგვიტანოს მეკვლემ იმისთვის, რომ 2022 წელი წარმატებული გვქონდეს - ცაგარელის რჩევები