მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი უკრაინაში გაემგზავრა. როგორც გიგა სოციალურ ქსელში ჰყვება მას თბილისიდან ერთი პირი აედევნა, მაქარაშვილის ვარაუდით, ის სუსის აგენტია.
„ჩავალაგე ჩანთა, ჩავედი ავტობუსის გაჩერებასთან და ატყდა ფაციფუცი. ჩამოხტა შკოდიდან ყოჩაღი შავი დუტის ჟილეტიანი ბიჭი და ამომყვა #37 ავტობუსში, იყურება აქეთ-იქით, მგონი პირველადაა საერთოდ ავტობუსში. მოადგა კონტროლიორი, ბილეთი აიღეო, ამან მეტრომანის მაგივრად ჩუმად დააძრო სუსის საბუთი და კონტროლიორიც უმალ გაეცალა, მოვედი აეროპორტში, გავდივარ რეგისტარციას, დამტრიალებენ თავს, მიღებენ ფოტოებს… გავიარე პასპორტ კონტროლი და აგე, ის შავჟილეტიანიც მომყვება თურმე, აღარაა კიევში მიშა, გორში გყავთ გამოკეტილი და თან ცივა კიევში თქვე უღმერთოებო, გაიყინება ჟილეტში ეს საწყალი, სუსის კაცო, რადგან შერიგება აკერია ყველას პირზე, მაიტა რო ჩავფრინდებით გასასვლელში ჩემს საკუბოვე ლურჯ პალტოს გათხოვებ. ოღონდ უნდა დამიბრუნო, თორემ მოგივარდები და დაგარბევ“, - წერს გიგა მაქარაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ვის გაუმართლებს სიყვარულში 2022 წელს?
🔵ეპისკოპოსმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა არ არსებობს
🔵„ვიცნობ დედას, რომელმაც შვილი მოატყუა - „დღეს სიცხე გაქვს და ხვალ ექსკურსიაზე ვერ წახვალო“, რადგან ფული არ ჰქონდა“ - გიორგი კეკელიძე
„🔵ვეფხვი შეასუსტებს პანდემიას, კატა კი ბოლოს მოუღებს“ - ცაგარელის დამაიმედებელი პროგნოზი