ძაღლთა თავშესაფრის მფლობელი, თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სააფთიაქო ქსელი მეპატრონეებს მიმართავს.
როგორც პოსტიდან ვიგებთ, ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში არსებული დაჭრილი ძაღლებისთვის მედიკამენტები არ „გაიმეტეს“.
„სააფთიაქო ქსელის მეპატრონეებო, შეგირცხვათ ნამუსი!!!
რა გთხოვეთ ისეთი, გაგაკოტრებდათ თუ დაგაზარალებდათ პატარა სიკეთე რომ გაგეკეთებინათ, თუ თქვენ გაუმაძღარ და ხარბ მუცელს სალაფავი მოაკლდებოდა?
დავიჯერო ეს ჩამონათვალი, რაც თავშესაფრის დაჭრილ და ავადმყოფ ძაღლებს სჭირდებათ, დაგაქცევდათ?
თავშესაფრის ავადმყოფი ძაღლების მკურნალობისთვის გვჭირდება :
1. ქლორგექსიდინის ხსნარი - 20 ბოთლი.
2. წყალბადის ზეჟანგი - 50 ბოთლი.
3. 3 მგ. შპრიცი - 100 ცალი.
4. 5 მგ. შპრიცი - 100 ცალი.
5. ანტიბიოტიკი ცეპტრიაქსონი - 100 ცალი. (ბელორუსიის ან პოლონეთის)
6. ალაპურინოლი 100 მგ. - 5 კოლოფი
7. ბ კომპლექსის ამპულები - 50 ცალი .
8. სამედიცინო ხელთათმანი M ზომა - 100 წყვილი".
ამ დახმარებაზე ყველამ უარი გვითხარით და ხომ ხართ გინების ღირსი? ხომ და აი თქვენი გამზრდელი...“- წერს ელიზბარაშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„მიცვალებულებისთვის ყველაზე დიდი ცხონებაა... დედის ორმოცი კათარზისში აღვნიშნე...“ - ემოციური პოსტი