Digest Logo

„მიცვალებულებისთვის ყველაზე დიდი ცხონებაა... დედის ორმოცი კათარზისში აღვნიშნე...“ - ემოციური პოსტი

1631115088
კათარზისი

სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდში გავრცელდა მეტად საინტერესო და ემოციური ამბავი. ერთმა ქალბატონმა დედის ორმოცი კათარზისში გადაიხადა და იქ მყოფი მოხუცები დააპურა.

 

„დღეს დედას ორმოცი იყო... გადავწყვიტე, ეს დღე „კათარზისში“ აღმენიშნა... არავითარი რესტორანი... პატარა სადილი მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად.

იქ გატარებული რამდენიმე საათი მუდამ დაუვიწყარი იქნება ჩემ ცხოვრებაში, ჩემ მეხსიერებაში... ამ შენობაში ყოველდღიურად 310-380 მოხუცებული და უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანი სადილობს.

დღეს უბედნიერესი ვიყავი, რადგან მე და ჩემმა დამ შევძელით თითოეული მათგანის გამასპინძლება სრულყოფილი სადილით.

უღრმესი მადლობა ორგანიზაციის დირექტორს ბატონ ზაურს და მენეჯერს, მშვენიერ ელენეს, სამზარეულოს ყველა თანამშრომელს... ისინი ყოველდღე გმირები არიან...

ქელეხების და ორმოცების „ფეშენ“ რესტორნებში საჩვენებელ გადახდას, სჯობს სწორედ აქ აღვნიშნოთ მსგავსი შეკრებები.

და ის, რომ 300-ზე მეტი ადამიანი აკანკალებული ხელით გეფერება და გიხდის მადლობას...

არის ენით აუწერელი შეგრძნება, განუმეორებელი განცდა და ემოცია, ხოლო ჩვენი მიცვალებულებისთვის - ყველაზე დიდი ცხონება...

არ ვიცით, თითოეულ ჩვენგანს როგორი ცხოვრება ელოდება... მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ჩვენც დავბერდებით...“- ვკითხულობთ პოსტში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵წარსულში დაშვებული შეცდომები, მეფედ ყოფნის სურვილი და მოგზაურობის დიდი სიყვარული - ზურა ბალანჩივაძის ბლიცინტერვიუ

🔵„დაბადების დღეზე ძმა მოკლა... იმ დროს დედა სახლში არ იყო, შინ მისულს ერთი შვილი ძირს დაგდებული, დაჭრილი დახვდა, მეორე ბღაოდა, რა ჩავიდინეო“ - გაუხმაურებელი ამბავი

🔵„თბილისმა უნდა იცოდეს, რომ დავკარგეთ ადამიანი, რომელსაც ძველი თბილისი საკუთარ ხელში ეჭირა“ – სამწუხარო ამბავი