Digest Logo

გახარია და ქალები: ასე მგონია, ქმარმა მიმატოვა - გამოხმაურებები მინისტრის გადადგომაზე

1613812582
გიორგი გახარიას ფოტო კოლაჟი

ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, დავით ბახტაძე - ეს სია უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ. გეცნობათ ეს სახელები და თუ უკვე დაგავიწყდათ? ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრები არიან, თუმცა არცერთი მათგანის გადადგომას ისეთი რეაქცია არ მოჰყოლია, როგორიც გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას.

ჯერ სრული ორი დღესც არ გასულა, რაც საქართველოს მთავრობის მეთაური შეიცვალა და მთელი ქვეყანა მასზე საუბრობს. გახარიამ ყველა რეკორდი მოხსნა. ჯერ მისმა მოულოდნელმა განცხადებამ გამოიწვია დიდი რეაქცია.

„ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, კანონის აღსრულება, თუ ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მოქალაქეების უსაფრთხოებას, ეს არის მიუღებელი. ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექმნის დეესკალაციის რისკებს. რადგან მე ვერ მივაღწიე ჩემს გუნდთან შეთანხმებას ამასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა. პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი რისკი, რასაც ვერ დავუშვებ“, - განაცხადა გახარიამ 18 თებერვალ და თანამდებობა დატოვა.

შემდეგ ლიფტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნდა.


🟡 გიორგი გახარია თანამშრომლებს დაემშვიდობა

Posted by დაიჯესტი • Digest on პარასკევი, 19 თებერვალი, 2021



ხოლო მისმა სელფმა და მასზე დატოვებულმა კომენტარებმა, ყველას მოლოდინ გადააჭარბა. სანამ იმას მოგიყვებით რა კომენტარებს ტოვებენ ქალები მის ფოტოებზე, გავიხსენოთ რითი დაგვამახსოვრა თავი გიორგიმ.

მოდით დავიწყოთ თვალის ჩაკვრით:

2018 წლის 4 დეკემბერს გიორგი გახარიას თვალის ჩაკვრა ინტერნეტჰიტად იქცა. აბსოლუტურად ყველა ამ ვიდეოს აზიარებდა და ის ვინც გაზიარებას უკადრისობდა რამდენიმეჯერ მაინც ჩუმად უყურებდა . უფრო გულღიები თავისუფლად წერდნენ:

„აუ, რა ბიჭი დადის ცოლით“... „გახარია ვერ გევიგე“, „დედა რა იყო ეს, აა?“ „ყველაზე სექსუალური პრემიერ მინისტრია“, „მიყვარს“ და სხვა.

შემდეგ იყო მისი ცნობილი ბოდიშები

ლეგენდარული ბოდიშიდან 3 წელზე მეტი გავიდა. მაშინ არ ვიცოდით, რომ ფრაზით „მოდით დავიწყოთ ბოდიში“ ბოდიშების სერიის დაწყებასაც გულისხმობდა და არამხოლოდ იმ კონკრეტულ გამოსვლის...

პრემიერ-მინისტრმა ბოდიში პირველად რუსთაველზე შეკრებილ ახალგაზრდებს მოუხადა. ბოდიშმა „იმუშავა“ - ბასიანში შეჭრის გამო დაწყებული მასობრივი აქციები დაიშალა.

ბოდიში ჯარს

მორიგი ბოდიში პრემიერ-მინისტრმა ქართულ ჯარს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მიმდინარე მოვლენების შემდეგ მოუხადა და ყველას იგივეს გაკეთებისკენ მოგვიწოდა:

„ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე“, - თქვა მან.

ბოდიში დეპუტატებს

გახარიამ ბოდიში არც პარლამენტარებს არ დაამადლა:

„ძვირფასო პარლამენტარებო, ეს რეგლამენტი არის თქვენი მიღებული და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილები. ჩვენ ამ დროს, მერწმუნეთ, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებდით და თუ ვინმეს ვაწყენინეთ ამისთვის ცალკე კიდევ ბოდიში,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

და ჯერჯერობით ბოლო ბოდიში ჩვენ, ყველას გვეძღვნება

ფაქტობრივად, გახარიას ბოდიში საქართველოს ყველა მოქალაქისთვის აქვს მოხდილი, მაგრამ მან რეკორდი მოხსნა და ქართველ ხალხს ერთიანად მოუბოდიშა. პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ტესტირებების დროს შეცდომები ხდება:

„14 ათასი ტესტიდან 10,15 თუნდაც 100 და 150 შეცდომა თუ იყო, ჩვენ მოქალაქეებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ და მადლობა ვუთხრათ ჩვენ ჯანდაცვის სისტემას... მე ვუხდი ბოდიშს თითოეულ ასეთ მოქალაქეს“, - ამბობს გახარია.


გახარიას გამოსამშვიდობებელი სელფი

მაშ ასე, ტოპ კომენტარები გახარიას სელფიდან:


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები

ჩაფსმულმა ვირთხამ... პირობას ვდებ, შემიყვარდებით - გამოხმაურებები გახარიას გადადგომაზე

მიშა ისე მომწონდა, ქუჩაში ვიდექი და პლაკატს ვუყურებდი - მერაბიშვილისა და სალაყაიას უცნობი ისტორია