გადაცემა „პრაიმ შოუს“ სტუმარი ექიმი-რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე იყო. მან გადაცემაში პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ უთხრა, რომ მისი რჩევები შესაძლოა, საზოგადოებისთვის საშიშიც ყოფილიყო.
სკანდალური ეპიზოდის შემდეგ გიორგი ღოღობერიძეს უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
სოციალურ ქსელში მოქალაქეების აჟიოტაჟს მარიამ სირბილაძე ასე გმოეხმაურა:
გიორგი ღოღობერიძის უცნობი ამბები
„გახდება ღოღობერიძე კარგი ექიმი, აიღებს ლიცენზიას და კონსულტაციებში ფულს რომ მოითხოვს (სრულიად ლეგიტიმურად !) მერე ნახეთ ის 70-80 % რომელსაც უსასყიდლობის არგუმენტი აქვს, რაფერ გაამათრახებს.
არა ბიჭოს, იმისთვის სწავლობს, კალკუტას დედა ტერეზად, ან უვერცხლოდ მკურნალად მოევლინოს წილხვედრს. ისეთებს წერენ, გაგიჟება შეიძლება. ესეც უნდა მეთქვა” – წერს იგი.