Digest Logo

პროფესიის გამო მიტოვებული საყვარელი ქალი, კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეული ექიმი, ბავშვობა და ლექტორობა - გიორგი ღოღობერიძის უცნობი ამბები

1623936840
გიორგი ღოღობერიძე

ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებამ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გაიცნო. 

ის ხშირად აწვდის საზოგადოებას საჭირო რჩევებს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე.

თუმცა, ბევრმა ჩვენგანმა არ ვიცით წარმატებული ახალგაზრდის პირადი ცხოვრების შესახებ.

ამ სტატიაში გიორგი ღოღობერიძის პირადზე მოგიყვებით, მან გადაცემა „სთორი”-ში საკუთარ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ისაუბრა.

გიორგი ქედის რაიონ სოფელ მახუნცეთში დაიბადა, სადაც მშობლებთან, დასთან, დეიდასთან და ბებია-ბაბუასთნ ერთად ცხოვრობდა.

„ჩემი სახლი იყო გამორჩეულ ადგილას, სახლთან არის ჩანჩქერი, მეორე მხარეს უზარმაზრი ტყე, ხოლო მესამე მხარეს არის თამარ მეფის ხიდი.“

როგორც აღმოჩნდა, გიორგის ექვსი თვის წინ შეყვარებული ჰყავდა და დაშორდა. მისი თქმით, დაშორების მიზეზი უყურადღებობა იყო, რადგან გადატვირთული გრაფიკის გამო შეყვარებულს სათანადო ყურადღებას ვერ უთმობდა.

როგორც თავად ამბობს ურთიერთობაში მთავარია წყვილს ერთმანეთის კარგად ესმოდეს.

„მე კიდევ დიდხანს მიყვარდა, მაგრამ მას უკვე აღარ ვუყვარდი. ძალიან ძნელი სათქმელია. ურთიერთობაში ბევრი ფაქტორი თამაშობს, ერთ-ერთია ყურადღება. ქალმა შეიძლება თქვას, რომ მე ყურადღება არ მჭირდება, მაგრამ საბოლოოდ, მაინც სჭირდება. როცა 24 საათი მუშაობს და შენს საქმეს აკეთებ, გგონია, რომ ის ადამიანი მაინც შენს გვერდითაა და მაინც შენს საქმეს აკეთებ, ის კი ყურადღების მიღმა გრჩება. ცივდება ურთიერთობა. აბა, რაღას უნდა ელოდო? კიდევ ხომ არ მოვა და გეტყვის, მიყვარხარო. აღარ აქვს მიზეზი, რომ ძალიან უყვარდე.

ახლა, ამ ეტაპზე, მირჩევნია მქონდეს ურთიერთობა უფრო სამედიცინო კუთხით. იმ ასაკში ვარ, რომ ხალხს მართლა ვჭირდები. როცა ვნახავ, რომ მეტი დრო მრჩება ურთიერთობისთვის, მერე უკვე ვიფიქრებ… ჩემი პროფესიის წარმომადგენელი იყო, მაგრამ მაინც ვერ უშველა ამ ფაქტორმა ურთიერთობას”.- თქვა გიორგი ღოღობერიძემ.


„დილის 4 საათზე ვიღვიძებ და 02:00 საათზე ვიძინებ, ფაქტობრივად არ მაქვს დრო. მქონია ისეთი პერიოდი, როდესაც მხოლოდ 1 საათიც მძინებია, მაგრამ უმეტესობა ექიმების დღეს ეგრეა.“- ამბობს გიორგი.

წარმატებული ექიმი ლექტორიც არის, თუმცა კორონავირუსი პანდემიის გამო ლექციებს დისტანციურად ატარებს. „ვარ ძალიან მკაცრი ლექტორი, მიყვარს უეცარი გამოკითხვები. სტუდენტებს ვუხსნი მხოლოდ იმას, რაც მათ სჭირდებათ. ქულის დაწერის კუთხით კი ძალიან ხელგაშლილი ვარ“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

კრიტიკა

გადაცემა „პრაიმ შოუშს“ სტუმარი, ექიმი-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე იყო.

მან გადაცემაში პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ მას უთხრა, რომ მისი რჩევები შესაძლოა, საზოგადოებისთვის საშიშიც ყოფილიყო.

„ჯერ არ გაქვთ ექიმის დიპლომი, გქონდათ თქვენ უფლება განაცხადი გაგეკეთებინათ, როგორც ექიმს,“ - უთხრა ნინო ნადირაძემ.

„დაიჯესტი“ ღოღობერიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე.

„პრაიმშოუს“ გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს…

ჩემ გარდა, კოვიდ პანდემიის დროს, ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი გაშავება არჩიეს…

არადა არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც- ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა.
რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ „რეზიდენტის“ სტატუსით გამოვდიოდი!
მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება“, - წერს გიორგი ღოღობერიძე.

„ბოღმის საჯაროდ ნთხევის მასტერკლასი ჩატარებულია!“ – რას წერენ ექიმები „პრაიმშოუს“ გუშინდელ ეპიზოდზე


🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

გვანცა ერთი ნახვით შემიყვარდა და 4 თვეში ცოლად მოვიყვანე - ლევან რატიანის ცხოვრების აქამდე უცნობი ამბები

მეუღლის მკვლელობა, ციხე, შიმშილობა და სხვა გაუხმაურებელი ამბები ლალი მოროშკინაზე

ნანი ბრეგვაძის ყველაზე დიდი საიდუმლო - ცოტა რამ მომღერლის პირადზე და უიღბლო სიყვარულზე

2 ქორწინება, 4 შვილი და ფსიქოლოგიური სტრესი - ლევან ჯავახიშვილის პირადი